წრიული ვარჯიშები

წრიული ვარჯიშები წვრთნის ძალიან კარგი მეთოდია განსაკუთრებით მაშინ როდესაც ერთდროულად ბევრი მოთამაშის ვარჯიში გვიწევს. წრეების მოწყობა და განხორციელება ადვილია და ძალიან მცირე აღჭურვილობას საჭიროებენ. ამავე დროს წრიული ვარჯიშები წვრთნის ძალიან ადვილი მეთოდია რათა საწვრთნელ პროგრამაში გადატვირთვა და ვარიაცია შევიტანოთ.

მწვრთნელს შეუძლია სამუშაო დრო გაზარდოს და დასვენების დრო შეამციროს, დაამატოს დამატებითი ვარჯიში ან შეცვალოს წრეების რაოდენობა ეს კი მოთამაშეების სამუშაო დატვირთვას შეცვლის. წრიული ვარჯშები ამავე დროს შეგვიძლია რომ მოთამაშეთა სისუსტეების გამოსასწორებლად გამოვიყენოთ. ზოგიერთი მაგალითი მოიცვს, მობილურობის წრეს, მოქნილობის წრეს, შუა ტანის განვითარების წრეს და მთელი სხეულის წრიულ ვარჯშებს.

ქვემოთ მოცემული დიაგრამაში დაწვრილებითაა ნაჩვენები სამაგალითო წრე რომელიც მოთამაშეებისთვის ძალისა და წინაღობებით ვარჯიშების გასაცნობად შეიძლება გამოვიყენოთ რადგანაც ის მთელი სხულის სხეულის წონით ვარჯიშებზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ასევე იყენებს ისეთ ვარჯშებს რომელებსაც ბევრი აღჭურვილობა არ სჭირდება. წრიული ვარჯიშები შეიძლება გუნდის მოედანზე ვარჯიშში ჩავრთოთ და გამოვიყენოთ როგორც ფიზ.მამზადების ნაწილი. წრეებს შორის აღდგენის დროს მოთამაშეების მომზადების დონე გვკარნახობს. საწყის წერტილად 2 წუთიანი ინტერველები შეიძლება ავიღოთ მომდევნო წრის დაწყებამდე. მას შემდეგ რაც მოთამაშეების ძალა და გამძლეობა გაიზრდება,უფრო მოწინავე წინაღობებით წვრთნის ვარჯიშებზე შეგვიძლია გადავიდეთ ისეთბი როგორიცაა თავისუფალი წონების გამოყენება.