შენელება

შენელება სისწრაფის ჩვეულებრივი ელემეტნია და ის თამაშის თამაშში გამოიხატება (Bloomfield, 2007).მულტი სპრინტის სპორტებსითვის ფიზიკური მომზადების პროგრამაში შენელების უნარი და სწრაფი შენელების ძალისხმევის ატანა მნიშნველოვანი მახასიათებელია(Lakomy and Haydon, 2004). მგარამ შენელება ხშირად საწვრთნელ პროგრამაში მიგდებულია და იგულსიხმება რომ მოთემშეს თავად შეუძლია შეჩერება. სწრაფი შენელების დროს მოთამაშეზე უზარმაზარი ძალები მოქმედებს და ამიტომ ეს მწვრთნელისთვის ვარჯიშის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

აჩქარების და შენელების უნარი სისხარტის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია რომელსაც მოგვიანებით შევეხებით. შენელება მოთამაშისაგან მოითხოვს რომ მან სხეული უკან გადახაროს ან უკან ქუსლებზე„დაჯდეს“ და სიმძიმის ცენტრი უკან გადაიტანოს რაც მას შეანელებს. წონის უკან გადატანის დონე დამოკიდებულია მოთამაშის მოძრაობის სისწრაფეზე. ეფექტურად შენელებისათვის ათლეტმა ძალები ძირითადად თეძოში მუხლებში და კოჭებში მოხრის მეშვებოით უნდა შთანთაქას (jeffreys, 2013) მკლავები ჯერ ისევ წინააღმდეგობას უწევს ქვედა ტანის მოძრაობას რათა არასაჭირო მოძრაობა და ბალანსი გააკონტროლოს. ქვემოთ მოცემული სურათი კარგი შენელების პოზიციებს გვაჩვენებს(jeffreys, 2013).

სურათი 2.7 ა– ათლეტია არის საწყის უკან გადახრის ფაზაში. ბ გადადის უკან დაჯდომიდან ათლეტურ პოზიციაში ც შენელების შემდგომ ათელტური პოზა.