ფუნქციონალური სკრინინგი

იმისათვის რომ სხეულმა მოძრაობის დროს ეფექტურად იფუნქციონიროს ზოგიერთ სახსარს უფრო მეტი მობილურობა სჭირდება ხოლო დანარჩენებს კი უფრო მეტი სტაბილურობა ესაჭიროებათ.თეძოს ფუნდამენტური მოძრაობების ნიმუშების უმრავლეობის დროს საკმაოდ ფართო ხარისხის მობილურობა ესაჭიროება,ისეთბი როგორიცაა, სირბილი და ხტომა, ამიტომაცა ამ სახსრისთვის მობილურობა მნიშვნელოვანი მახასიათებელია.თუ სახსარს შესაფერისი მობილურობა ან სტაბილურობა არ გააჩნია რომელიც მას მოძრაობის დროს სჭირდება მაშინ შეიძლება გაჩნდეს ხარვეზიანი (ნაკლის მქონე) და დისფუნქციური მოძრაობის ნიმუშები. ფუნქციონალური სკრინინგი მოთამაშის ფუნდამენტური მოძრაობის ნიმუშებზე დაკვირვების და მოძრაობის დისბალანსების ამოცნობის ეფექტური მეთოდია(Cook et al 2010; Cook et al,2014). სკრინინგი მოთამაშის მოძრაობის ნიმუშების შეფასებსა პროცესია და მწვრთნელს მოთამაშის სახსრების მობილურობაზე, სტაბილურობაზე და კუნთების ბალანსზე აძლევს ინფრომაცის (Bishop et al, 2015).

სიტყვა ‘’ფუნქციონალური“ ფუნქციონალურ სკრინინგში ეხება მოძრაობას რომელიც ზოგაგად/ჩვეულებრივ გამოიყენება სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში, მაგალითად ბუქნის ვარჯიში. ბუქნი ჩვეულებრივი მოძრაობაა რომელიც ყველა აქტიური ინდვიდის მიერ ყოველდღიურად გამოიყენება. ბუქნის მოძრაობა წარმოქიმნება როცა ვჯდებით, ვდგებით დამჯდარი პოზიციიდან ან როდესაც ნივთის ასაღებათ ვიხრებით. რაგბის მოთამაშეები ვარჯიშის და თამაშის დროს ხშირად იბუქნებიან. მოთამაშეები როდესაც შერკინებაში ჩასაბმელად ეწყობიან ბუქნის ნარისახეობას იყენებენ, ან იბუქნებიან მაშინ როცა დერეფანში ასახტომად ემზადებიან. ასეევ როდესაც მეტოქეს ბოჭავენ ბუქნის ერთერთ ფორმას იყენებენ. რაგბის თამაშში შეიძლება ითქვას რომ ბუქნი ჩვეულებრივი“ფუქნციონალური“ მოძრაობის ნიმუშია.

როდესაც თავსზემოთ ჯოხით ბუქნის მოძრაობის ნიმუშს ვიყენებთ ჩვევნ მოთამაშის მოძრაობის უნარს შეგვიძლია დავაკვირდეთ და შევაფასოთ. ეს ტესტი წარმოაჩენს მოძრაობის ნებისმიერ დისბალანსს კუნთების სისუსტის ან დაჭიმულობის თვალსაზრისით და ასეთი მოძრაობის შესრულების დროს სახსრების მობილურობის/სტაბილურობის იმ ხარვეზებს რომელიც შეიძლება არსებობდეს(Cook et al,2010; Clifton et al 2015). ჩვენი მიზანია რომ მწვრთნელს დავეხმაროთ დისბალანსის არეების შემჩნევა სწავლაში იმისთვის რომ მისი მოთამაშეებისათვის შეძლოს უფრო ინდივიდუალიზებილი საწვრთნელის პროგრამის შექმნა.