ნაწილი ბ

წონასწორობის სავარჯიშოები მოძრაობის კონტროლისა და ქვედა ტანსა და შუა წელში სტაბილურობის განსავითარებლად

ცალ ფეხზე წინ გადახრა
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დადექით ცალ ფეხზე და ოდნაც მოხარეთ ამ ფეხის მუხლი
  • მენჯიდან ნელ-ნელა გადაიხარეთ წინ, სანამ მენჯი მიწის პარალელური არ იქნება
  • წონასწორობის შენარჩუნებასთან ერთად გაიმართეთ
ძირითადი მინიშნებები:
  • გამაგრებული შუატანი
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მუხლი ტერფს ზემოთ

გვერდზე ხტომა და პოზის დაჭერა
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • ცალი ფეხით გადახტით მარცხნივ ან მარჯვნივ და დაეშვით იმავე ფეხზე
  • ნახტომის დისტანცია იმდენად შორი უნდა იყოს, რომ მართვის და წონასწორობის შენარჩუნება გამოწვევა იყოს
  • ცვალეთ მარცხენა და მარჯვენა ფეხი, ასევე ხტომის მიმართულება
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მოდუნებული მუხლები