ნაწილი გ
საკუთარი სხეულის წონითა და მეწყვილის როგორც წინაღობის გამოყენებით აქტივობები, ქვედა ტანში, ზედა ტანში და კისრის არეალში ძალისა და კონტროლის განსავითარებლად
უკან გადაბიჯება
მისვლა: 1 გამეორება: 4 / გვერდზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- გადააბიჯეთ უკან, წამყვანი ფეხი მართი კუთხით უნდა ეხებოდეს მიწას ხოლო უკანა ფეხი ტერფის თითებზე უნდა იყოს
- წამყვან ფეხის მხარეს მენჯი გასწორებული, ხოლო ამავე ფეხში მოხრის კუთხე უნდა იყოს 90 გრადუსზე
- ცვალეთ უკანა ფეხი ყოველ ნაბიჯთან ერთად
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
- მუხლი ტერფს ზემოთ
ბარძაყის უკანა კუნთზე გადასვლა მუხლებიდან
მისვლა: 1 გამეორება: 7
სამწვრთნელო მინიშნებები:
- ორივე მოთამაშე იმუხლება მიწაზე, უკან მყოფი მოთამაშე ხელს ავლებს პირველ მოთამაშეს კოჭებში
- პირველი მოთამაშე ნელ - ნელა უშვებს შუატანს პირდაპირ და ცდილობს წინ არ გადავარდეს
- როდესაც მართვადი დაშვების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, პირველი მოთამაშე დასაშვებათ იყენებს ხელებს
- არ შეასრულოთ მატჩის წინ
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
ხიდი გვერდზე ფეხის აწევით
მისვლა: 1 გამეორება: 1 / გვერდზე ხანგრძლივობა: 15 წამი / გვერდზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- დაწექით გვერდზე, შემდეგ აწიეთ გავა მიწიდან, რომ წარმოიქმნას სწორი ხაზი მხრებიდან ჯოჭებამდე
- დაეყრდენით იდაყვებს და ქვემოთ მყოფ ფეხს
- ნელა წამოწიეთ ზემოთ მქონე ფეხი მხრების სიმაღლეზე და დაუბრუნდით ქვედა ფეხზე დასვენებას
ძირითადი მინიშნებები:
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
- გამაგრებული შუატანი
ხელებზე სიარულით აზიდვა
მისვლა: 1 გამეორება: 4
სამწვრთნელო მინიშნებები:
- გამართული პოზიციიდან, ჩაიმუხლეთ და ხელებით წინ იარეთ სანამ არ მიხვალთ აზიდვის პოზიციამდე
- შეასრულეთ ერთი აზიდვა და ნელა ხელებზე სიარულით დაუბრუნდით ჩაბუქნულ პოზიციას
- მენჯები არ უნდა ასცდეს მხრების სიმაღლეს
ძირითადი მინიშნებები:
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
- მხრები მენჯების დონეზე
- გამაგრებული შუატანი
კისრის მოძრაობა წინაღობით
მისვლა: 1 გამეორება: 1 / მიმართულებაზე ხანგრძლივობა: 10 წამი / მიმართულებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- წყვილებში, პირველი მოთამაშე სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს გაამოაძრაოს თავი, მეორე მოთამაშე მსუბუქად ეწინააღმდეგება მას
- მიწოლის მიმართულებები:
- 1) ნიკაპი მკერდისაკენ
- 2) თვალები ცისკენ
- 3) ყური მხრისკენ (მარცხნივ და მარჯვნივ)
- 4) მხარს უკან გახედვა (მარცხნივ და მარჯვნივ)
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი