მოლი

მოლი ტიპიურად ყალიბდება კონტაქტურ სიტუაციაში, სადაც ბურთიან მოთამაშეს აკავებს მოწინააღმდეგე, მაგრამ ის არ ჩაყავთ მიწაზე. ის შეიძლება გარდაიქმნას ბურთის ფლობის შენარჩუნების ან მასზე საბრძოლველად ეფექტურ მეთოდად. მოლი შეიძლება იყოს დინამიური შეტევითი პლატფორმა, რომელიც ითრევს მცველებს და შესაბამისად ქმნის სათამაშო სივრცეს. მოლის ფორმირებასთან ერთად, ჩნდება თამაშგარის ხაზები.

წესის განმარტება

მოლი იწყება იმ მომენტში, როდესაც ბურთიან მოთამაშეს აკავებს ერთი ან მეტი მოწინააღმდეგე, და ბურთიანი მოთამაშის ერთი ან მეტი თანაგუნდელი ებმევა ბურთიან მოთამაშეს. ამგვარად მოლი, ჩამოყალიბებისას, შედგება სულ მცირე სამი ფეხზე მდგომი მოთამაშისაგან; ბურთიან მოთამაშეს დამატებული თითო-თითო მოთამაშე ორივე გუნდიდან. მოლში ჩართული ყველა მოთამაშე უნდა იყოს გაკავებული ან ჩაბმული, ასევე ისინი უნდა იდგნენ ფეხზე და მოძრაობდნენ ლელოს ხაზის მიმართულებით. ამ მოცემულობის შექმნისას, ღია თამაში სრულდება.

ძირითადი ფაქტორები მოთამაშეებისათვის

  • შეინარჩუნეთ წინსვლის ინერცია და ხელმისაწვდომი გახადეთ ბურთი თქვენი თანაგუნდელებისათვის

  • პირველი მიმყოლი მოთამაშე ცდილობს ბურთის ფლობის შენარჩუნებას ბურთის ღლეტვით ან ბურთის მიღმა ფეხების გამოყენებით მიწოლით

  • მომდევნო მიმყოლი მოთამაშეები (მეორე და მესამე მიმყოლი მოთამაშეები) ებმევიან ბურთიან მოთამაშეს და ინარჩუნებენ წინსვლის ინერციას
  • თავი და მხრები არ უნდა ჩამოცდეს მენჯების დონეს და ყველა მოთამაშე უნდა იყოს ჩაბმული
  • ფეხების მუშაობის გამოყენებით და დაბალანსებული ფორმაციით მივაწვეთ წინ

  • დამატებითი დამხმარე მოთამაშეების მოსვლისას, გადაადგილეთ ბურთი უკან, მოწინააღმდეგისაგან შორს

  • როდესაც ბურთი უკან აღმოჩნდება, ბურთიან მოთამაშეს შეუძლია განაგრძოს ფეხების მუშაობით მიწოლა, დატოვოს მოლი ან გადააწოდოს ბურთი თანაგუნდელს

ყველა მიმყოლმა მოთმამაშემ უნდა მისდიოს საბაზო უსაფრთხოების ძირითად ფაქტორებს:

  • მიიღეთ ძლიერი და სტაბილური ტანის პოზიცია
  • შეინარჩუნეთ ხერხემლის პოზიცია მოწინააღმდეგეზე მიწოლის ტრაექტორიის მიმართულებით
  • ფეხების მუშაობით მიაწექით ქვემოდან ზემოთ
  • ჩაებით თანაგუნდელს-გააკეთეთ კონტაქტი მხრის და ხელების გამოყენებით
  • მუდმივად იყავით ფეხზე წინ მიწოლისას

მოლში მოთამაშეების უსაფრთხოების კვლევა გვეუბნება, რომ ყველა მოთამაშემ უნდა გაითვალისწინოს მომდევნო:

  • იქონიეთ „თვალები მაღლა“ თავის და კისრის კარგი პოზიციის უზრუნველსაყოფად
  • მუდმივად იქონიეთ თავი და მხრები მენჯების დონის ზემოთ
  • გააკეთეთ კონტატი მოთამაშეზე ჩაბმისას მთლიანი ხელის გამოყენებით

სამწვრთნელო მინიშნებები

  • გამოიყენეთ მოდიფიცირებული თამაშები მიმყოლი მოთამაშეების გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების ხელშესაწყობად
  • ივარჯიშეთ და გადაიმეორეთ ყველა კონტაქტური უნარი
  • პროგრესულად გამოიყენეთ წინააღმდეგობა: მაგ. ხელის შეხება, მოლი - ხელის შეხება, მცველები ბალიშებით, სრული კონტაქტი
  • დარწმუნდით, რომ ყველა მოთამაშე ინარჩუნებს ძლიერი ტანის პოზიციას კონტაქტის მიმდინარეობისას და ხაზი გაუსვით მოლში თანაგუნდელზე ჩაბმით და წესების დაცვით ჩართვას
  • დარწმუნდით, რომ ყველა მოთამაშე აღიქვავს მოლის წესებს, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებს; დაცვაში მყოფი მოთამაშეები უნდა დარჩნენ ფეხზე მოლის მიმდინარეობისას და წესების დარღვევით არ უნდა ‘ჩააქციონ’ მოლი

სამსაჯო მინიშნებები

შეამოწმეთ, რომ:

  • ბურთიანი მოთამაშე სრულადაა ჩაბმული
  • მოლში მოთამაშეები ერთვებიან მოლის მონაწილე ყველაზე უკან მყოფი თანაგუნდელის უკანა ფეხის გასწვრივ გამავალი წარმოსახვითი ხაზის უკნიდან და ისინი ებმევიან თანაგუნდელებს
  • ის მოთამაშეები, რომლებიც არ მონაწილეობენ მოლში, უნდა იმყოფებოდნენ თამაშგარის ხაზის უკან

ყურადღება მიაქციეთ:

  • იმ მოთამაშეებს, რომლებიც მოწინააღმდეგის მოლიდან გამოთრევას ცდილობენ
  • იმ მოთამაშეებს, რომლებიც მოლის ჩაქცევას ცდილობენ
  • იმ მოთამაშეებს, რომლებიც მოლში ხელების გამოყენების გარეშე შედიან
  • იმ მოთამაშეებს, რომლებიც მოლში მოწინააღმდეგის მიწიდან წამოწევას ცდილობენ