ღია თამაში

რაგბი შეჭრისა და არიდების თამაშია: ბურთის ფლობის მოპოვების შემდეგ მთავარი მიზანი ბურთის მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე წინ წაღება (ხელით ან ფეხის დარტყმით) და საბოლოოდ ქულების მოპოვებაა.

ბურთიანისთვის ბურთის წინ გადასაადგილებლად ყველაზე ეფექტური გზა კონტაქტის არიდებაა თავისუფალ სივრცეში სირბილის მეშვეობით ან სივრცეში მყოფი თანაგუნდელისათვის ბურთის გადაწოდებაა.



ღია თამაშში კონტაქტი გარდაუვალია. ამიტომ სწორი ტექნიკის გამოყენება დაგვეხმარება ბურთის შენარჩუნებაში, შეტევის გაგრძელებაში და მინიმუმამდე შეამცირებს ტრავმის რისკს.

ძირითადი ფაქტორები მოთამაშეებისათვის

კონტაქტის წინ
  • პირველ რიგში ეცადე აერიდო მცველს - დაუმიზნე მცველის გარშემო სივრცეს და არა პირდაპირ მცველის სხეულს




თუ კონტაქტის გარდაუვალია:

  • აარიდე თავი მცველთან პირდაპირ შეჯახებას სივრცეში შეტევით და ფეხების მუშაობით შექმნილი ცრუ მოძრაობით.
  • გეჭიროთ ბურთი ორივე ხელით
  • ძლიერი და სტაბილური ტანის პოზიციის შერჩევით მოემზადეთ კონტაქტისთვის
  • აიძულეთ მბოჭავი, შეასრულოს ბოჭვა გვერდიდან
  • ცადეთ ფეხზე დარჩენა
  • შეინარჩუნეთ წინსვლის ინერცია ფეხებით მძლავრი მიწოლის მეშვეობით
  • შეეცადეთ კონტატიდან ბურთის გადაწოდება
კონტაქტის მიმდინარეობისას

თუ გაკავებთ მოწინააღმდეგე და მიწაზე ჩაგიყვანეს:

  • თქვენ გაგიკეთეს ბოჭვა; ასევე იხილეთ ასევე ბოჭვის სექცია
  • ეცადეთ მიწაზე დაშვებისას მიმყოლ მოთამაშეს გადააწოდოთ ბურთი
  • თუ ვერ ხერხდება ბურთის მიმყოლისათვის გადაწოდება, გააკეთეთ ბურთის პრეზენტაცია
  • თუ მიმყოლი მოთამაშე ვერ ახერხებს ბურთის აღებას და მიძალებას ან აღებას და გადაწოდებას, ჩამოყალიბდება რაქი; იხილეთ რაქის სექცია




თუ მიწაზე ჩაგიყვანეს, მაგრამ მოწინააღმდეგე არ გაკავებთ:

  • თქვენზე არ შესრულებულა ბოჭვა; დაბრუნდით ფეხზე და გააგრძელეთ ღია თამაში

თუ გაკავებთ მოწინააღმდეგე, მაგრამ არ ჩასულხართ მიწაზე:

  • თქვენზე არ შესრულებულა ბოჭვა; შეინარჩუნეთ ტანის მძლავრი პოზიცია და წინსვლის ინერცია ფეხების მუშაობის ხარჯზე
  • გამაგრდით დამატებითი მბოჭავების და/ან მოწინააღმდეგის მიმყოლი მოთამაშეების მოსვლისათვის.
  • ეძებეთ მომსვლელი დამხმარე მოთამაშეები
  • შესაძლებლობის შემთხვევაში, კონტაქტიდან ბურთი გადააწოდეთ თანაგუნდელს
  • თუ მიმყოლი თანაგუნდელი ჩაგებმევათ თქვენ, ჩამოყალიბდება მოლი; იხილეთ ასევე მოლის სექცია

სამწვრთნელო მინიშნებები

  • დარწმუნდით, რომ მოთამაშეები აღიქვავენ და იაზრებენ თამაშის პრინციპებს
  • დარწმუნდით, რომ მოთამაშეებს ესმით კონტაქტის არჩევის ნაცვლად, არიდებისა და სივრცეში შეტევის მნიშვნელობა.
  • შექმენით ვარჯიშები ისე, რომ წახალისდეს არიდება ვიდრე კონტაქტის უნარები
  • გამოიყენეთ ძირითადი ფაქტორები მოთამაშეების შეჭრისა და არიდების უნარების უსაფრთხო მეთოდით განსავითარებლად
  • აერიდეთ აცდენას სქესში, ზომაში, ასაკში და გამოცდილებაში უნარების წარდგენისას და განვითარებისას
  • ერთ ჯერზე ყურადღება გაამახვილეთ ერთ ან ორ მთავარ ფაქტორზე - ნუ ეცდებით ზედმეტი რაოდენობის ფაქტორების სწავლებას ერთდროულად

სამსაჯო მინიშნებები

ეწვიეთ მსოფლიო რაგბის წესების მიმართულებით განათლების ვებ გვერდს.

  • არ ჩამოვრჩეთ თამაშს
  • დაიცავით მოთამაშეების მიერ გამოსაყენებლი სივრცე
  • შეინარჩუნეთ თამაშის ფართო ხედი

ყურადღება მიაქციეთ:

  • მოთამაშეებს, რომლებიც ეჯახებიან ან ზღუდავენ ბურთისგან მოშორებით მყოფ მეტოქეს (შეტევაში და დაცვაში)
  • მოთამაშეებს, რომლებიც წმენდენ რაქს/მოლს, მაგრამ წესების დარღვევით ერთვებიან ქმედებაში
  • მოთამაშეებს, რომლებიც „ბოჭავენ“ ხელების შემოხვევის მცდელობის გარეშე

შეამოწმეთ, რომ:

  • მბოჭავის მიერ კონტაქტი სრულდება მხრის დონის ქვემოთ
  • ხელკვრა სრულდება წესების დაცვით