შერკინება

შერკინება არის თამაშის განახლების ერთ ერთი ფორმა, რომელიც გვხვდება ისეთი პატარა დარღვევისას, როგორიცაა წინ ბურთის გადაწოდება. ის არის ბურთის ფლობისათვის ფიზიკური ბრძოლა, ამდენად, როგორც ყველა კონტაქტურ მონაკვეთში, უსაფრთხოება უნდა გავითვალისწინოთ უპირველეს ყოვლისა. მოთამაშეებს, მწვრთნელებს და მსაჯებს ყველას გააჩნია პასუხისმგებლობა, რომ შერკინება იყოს სამართლიანი და უსაფრთხო შეჯიბრი. იმპერატიული მნიშვნელობისაა, რომ ყველა მოთამაშე აღიქვავდეს მათი პოზიციისათვის სწორ ტექნიკას და მოწინააღმდეგესთან კოლაბორაციით რჩებოდნენ ფეხზე.

შერკინებაში, არა-დამრღვევ გუნდს აქვს ბურთის შეგორების უპირატესობა, ძირითად შემთხვევაში შერკინების მარცხენა მხრიდან. დაცვაში მყოფი გუნდს აქვს ბურთზე თავიდან დაუფლების საშუალება, შეგორებისას ფეხით ბურთის მოგებით ან მიწოლით მეორე გუნდის ბურთის მიღმა ჩაყვანით.

შერკინება განაახლებს მატჩს და ბურთის მიერ შერკინების დატოვებას თანსდევს ღია თამაში.

წესების განმარტება

შერკინება ყალიბდება სათამაშო არეალში, როდესაც რვა მოთამაშე თითოეული გუნდიდან ებმევა ერთმანეთს, სამი ხაზით თითოეული გუნდის მხარეს, მოწინააღმდეგესთან საკმარისად ახლოს, რომ პირველ ხაზში მყოფი მოთამაშეების თავები ერთმანეთს შორის მოთავსდეს. ეს ქმნის გვირაბს, რომელშიც შერკინების ნახევარმცველი შეაგორებს ბურთს, რომ პირველი ხაზის მოთამაშეებმა შეძლონ ბურთის ფლობისათვის ბრძოლა, მარჯვენა ან მარცხენა ფეხის კაუჭისებრი მოქმედების გამოყენებით.

სამსაჯო მინიშნებები

მატჩის წინ:

  • შეამოწმეთ, რომ ყველა პირველ ხაზელი მოთამაშე თამაშის დონესთან მიმართებაში შესაბამისადაა გაწვრთნილი
  • გაესაუბრეთ პირველი ხაზის ფორვარდებს და შერკინების ნახევარ მცველებს, რომ აუხსნათ შერკინების პროცესის თანმიმდევრობა

შერკინებასთან:

  • იყავით მიმთითებელი მთელი პროცესის მიმდინარეობისას
  • დარწმუნდით, რომ ორივე შერკინება მზადაა შერკინების თანმიმდევრობის დაწყებამდე
  • დარწმუნდით, რომ არც ერთი პირველი ხაზი ყვინთავს ან აქვს მხრები მენჯების დონეზე დაბლა
  • შეამოწმეთ სწორი ჩაბმა
  • დარწმუნდით, რომ ბურთს აგორებენ გვირაბში პირდაპირ
  • თუ შერკინება არასტაბილური ხდება, ჩაბერეთ სასტვენს ადრე და ხმამაღლა
  • დარწმუნდით, რომ დაცვაში მყოფი გუნდი არ ცდილობს ბურთის ფლობის მოპოვებას წესების დარღვევით
  • დარწმუნდით, რომ შერკინების გარეთ მყოფი მოთამაშეები თამაშგარის ხაზის უკან იმყოფებიან
  • თუ უსაფრთხოება საეჭვოა, გადაერთეთ მიწოლის გარეშე შერკინებებზე