მოძრაობის მანიპულაციისა და კოორდინაციის უნარები

მოძრაობის მანიპულაციის და კოორდინაციის უნარები მოიცავს ისეთ მოძრაოებებს, რომელშიც ობიექტისათვის ძალის მიცემა და ობიექტისაგან ძალის მიღებაა ჩართული. სროლა, დაჭერა, ფეხის დარტყმა, trapping(ბურთის ფეხით გაჩერება) და striking( რამის დარტყმა ხელკეტით) მიიჩნევა, როგორც უხეში/დაუხევწავი ფუნდამენტური მოტროული მანიპულაციისა და კოორდინაციის უნარები. რაგბის მანიპულაციის უნარები არის ამ საბაზო უნარების შემდგომი გაუჯობესება დახვეწა. რაგბის სათამაშოდ აუცილებელ თითქმის ყველა უნარს, საფუძვლად მანიპულაციისა და კოორდინაციის მოძრაობის უნარები უდევს. ბურთით პასის გაკეთება, ბურთის მიღება, მაღალი ბურთის დაჭერა, ბურთის დარტყმა, ბოჭვა და შერკინებაში დგომა, ყველა ესენი რაგბის სეპციფიურ უნარებს წარმოადგენენ, რომლებიც მანიპულაციაზე და კოორდინაციაზეა დაფუძნებული. მაშინ როცა გადაადგილების და სტაბილურობის უნარები სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ფუნდამნეტური უნარებია მოთამაშის მოედანზე გადაადგილებისას და მას რაგბის თამაშის საბაზო შესაძლებლობას აძლევს, მანიპულაციისა და კოორდინაციის უნარები უმნიშვნელოვანესია სპეციფიურ სარაგბო უნარებში, რომელიც მოთამაშეს სჭირდება. ქვემოთ მოცემულ ვიდეოებში მანიპუალაციისა და კოორიდნაცის უნარებზე სამუშაოდ რამოდენიმე მაგალითია ნაჩვენები.

ბურთის აგდება და დაჭერა – მოთამაშე მაღლა ისვრის ბურთს და იჭერს მას. მოთამაშეს, გამომდინარე სირთულის სასურველი ხარისხიდან, შუძლია ბურთის აგდება ნებისმიერ სიმაღლეზე და ნებისმიერი მიმართულებით.

პასის სავარჯიშო – მოთამაშეები დავაწყვილოთ. ისინი ერთმანეს აძლევენ პასებს წინ და უკან გარკვეულ მანძილზე.

მაღალი ბურთის დაჭერა – მწვრთნელი ბავშვებს მაღლა ჰაერში უგდებს ბურთს, ბავშვი მას იჭერს. პროგრესი: მოთამაშე ხტება, ბურთს ჰარეში იჭერს და მიწაზე რბილად და უსაფრთხოდ ეშვება. შემდგომი პროგრესი: ორი ბავშვი იბრძვის ერთი ბურთისათვის.