ცნებები
0-9
- 22
- "კარის ხაზითა", "22-მეტრა ხაზითა" და "კიდის ხაზებით" შემოსაზღვრული
ნაკვეთი. ამ ხაზებიდან "ოცდა-ორს" ეკუთვნის მხოლოდ "22-მეტრა ხაზი".
ა
- ადგილზე გამავალი
- თუ საპირისპიროდ არ თქმულა, ყოველთვის "კიდის ხაზის" პარალელურია.
- ასტრონომიული დრო
- ითვლება უწყვეტად | საათის გაუჩერებლად >> შეადარეთ "სათამაშო დროს".
- აუტის მიჯნა
- მოედანზე, კიდის ხაზის მართობულად, იმ ადგილზე გატარებული წარმოსახვითი ხაზი, სადაც ბურთი კიდიდან უნდა მოაწოდონ. მიჯნა კარის ხაზიდან 5 მეტრის ფარგალში ვერ იქნება.
- ახლოს
- 1 მეტრის ფარგალში.
ბ
- ბინძურად თამაში
- [სათამაშო] გარემოში ჩადენილი ნებისმიერი ქმედება, რომელიც წეს 9-ს არღვევს: გზის შეკვრა, უპიროდ თამაში, ზედიზედ დარღვევა, სახიფათოდ თამაში და უწესობა.
- ბოლო ფეხი
- შერკინებაში | რაქში | მოლში ჩაბმულ გუნდელთა ის ფეხი, რომელიც მათი ლელოდან ყველაზე ახლოა.
- ბოჭვა
- ბურთიანის დაჭერა და [მიწაზე] წაქცევა
- ბურთიანი
- მოთამაშე, ვისაც ბურთი უჭირავს | ვინც ბურთს ფლობს.
- ბურთით ითამაშა
- მოთამაშე ბურთს განზრახ შეეხო.
- ბურჯი
- პირველი ხაზის განაპირა მორკინალი
გ
- გადაღმა, უკან, წინ დგომა
- მოთამაშე "სათანადო ადგილზე" ორივე ფეხითაა [თუ არ ეწინააღმდეგება საღ აზრს].
- გადაცემა
- მოთამაშემ სხვას ბურთი ხელით გადაუგდო |უტყორცნელად გადასცა.
- განახლება
- 22-მეტრა ხაზიდან | ლელოდან არეკნით დარტყმა ლელოს დაცვის შემდეგ და სხვა შემხვევებში.
- გარემო
- [სათამაშო] არე და მისი გარემომცველი ზოლი, რომელსაც "პერიმეტრი" ჰქვია
- გაშეშებული
- ბოჭვის | დაჭერის აკრძალული ხერხი:მოთამაშე მეტოქეს "გაშლილ მკლავს" ურტყამს
- გაძევება [ბოლომდე]
- მსაჯი დამრღვევს წითელ ბარათს უჩვენებს იმის ნიშნად, რომ "იმ მატჩში" მეტად ვეღარ ითამაშებს.
- გაძევება [დროებით]:
- მსაჯი დამრღვევს ყვითელ ბარათს უჩვენებს იმის ნიშნად, რომ თამაშს დროებით [მეტწილად 10 წუთით] უნდა გამოაკლდეს
- გვირაბი
- [შერკინებაში] მეტოქე "პირველ ხაზებს" შორის მოქცეული სივრცე
- გზის შეკვრა [ბლოკი]
- მოთამაშეს წესის დარღვევით აფერხებენ და თამაშში ხელს უშლიან.
- გოლი
- ბურთი მოედნიდან დაარტყეს მიწიდან | არეკნით და მან მეტოქის კარის ხარიხას გადაუფრინა.
- გუნდელი
- მოთამაშის გუნდის სხვა წევრი
- გუნდი [რაზმი]
- მოთამაშეთა ჯგუფი: [მეტწილად] 15 პირი, რომლებიც თამაშს | მატჩს იწყებენ, და მათი შემცვლელები | სათადარიგოები [მარქაფა].
დ
- დამცველი
- გუნდი, რომლის [მოედნის] ნახევარზეც მიმდინარეობს თამაში
- დამჭერი
- მოთამაშე, ვისაც მიწაზე დადებული ბურთი ხელით იმიტომ უჭირავს, რომ გუნდელმა ფეხი[თ} დაარტყას
- დარტყმა
- ბურთისთვის ფეხის დარტყმა მუხლზე ქვემო ნებისმიერი ნაწილით,ოღონდაც მუხლისა და ქუსლის გამოკლებით. დარტყმის შედეგად ბურთი "ხელის მტევანს" უნდა მოშორდეს, ან მიწაზე თვალ-საჩინოდ გადაადგილდეს
- დგომელა
- მოთამაშე მიწას მხოლოდ ტერფებით ეხება და წაქცეულებს არ ებჯინება.
- დერეფანი
- თითო გუნდიდან მინიმუმ ორ-ორი მოთამაშის "მწკრივად დადგომა" [გამწკრივება] იმ მიზნით, რომ ამათ კიდიდან მოწოდებული ბურთის დასაუფლებლად იბრძოლონ.
- დერეფნელი
- დერეფანში [ჩა]მდგარი მოთამაშე
- დერეფნის მონაწილენი
- დერეფნელები, გუნდიდან [მაქსიმუმ] თითო მიმღები,მომწოდებელი, მისი [უშუალო] მეტოქე.
ზ
- ზონა
- მოედნის ის ნაწილი, სადაც შეიძლება შერკინების მოწყობა|დაყენება|გამართვა.
თ
- თავისუფალი
- დარტყმა, რომლითაც გუნდი ისჯება დარღვევისათვის | რომელიც გუნდს ერგება "ალალზე დაჭერისთვის".
- თამაშ-გარე [ოფ-საიდ]
- პოზიციური დარღვევა: მოთამაშე ისეთ ადგილზეა, რომ არ უნდა ითამაშოს, თორემ დაჯარიმდება = თუ ითამაშებს -- დაჯარიმდება.
კ
- კავშირი
- "მსოფლიო რაგბის" მიერ ხელ-დასმული ორგანიზაცია, რომელიც პასუხს აგებს ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეში მატჩების დაგეგმვასა და გამართვაზე.
- კაპიტანი
- გუნდის მიერ არჩეული მოთამაშე, რომელიც მასვე წინამძღოლობს,ეთათბირება მსაჯს და ამის შეკითხვაზე არჩევანს "აკეთებს".
- კარის ხაზი
- მოედნის მოკლე "შემომსაზღვრელი ხაზი", რომელიც მას არ ეკუთვნის [და ეკუთვნის ლელოს].
- კვართი
- ზედა ტანის სამოსი, რომელიც არაა მიკერებული | მიმაგრებული შორტსა და საცვალზე
- კვაჭი [ჰუქერ]
- პირველი ხაზის შუა მორკინალი
- კიდე
- [სათამაშო] მოედნის მეზობელი | მოსაზღვრე ზოლი: კიდის ხაზები და იქით.
- კიდის სიბრტყე
- კიდის | ლელოს კიდის ხაზ[ებ]ისადმი მართობული | ვერტიკალური სიბრტყე.
ლ
- ლელო
- "კარის ხაზით", "უკანა ხაზითა" და "ლელოს კიდის ხაზებით" შემოსაზღვრული ნაკვეთი. ამ ხაზებიდან ლელოს ეკუთვნის მხოლოდ "კარის ხაზი".
- ლელოს კიდე
- ლელოს მეზობელი | მოსაზღვე ზოლი: ლელოს კიდის ხაზები და იქით.
მ
- მბოჭავი
- მეტოქე, რომელმაც ბურთიანი შებოჭა და თავადაც წაიქცა
- მეორე-ხაზელი
- პირველი ხაზის უკან მდგარი მორკინალი [ორნი არიან],რომელიც აწვება ბურჯსა და კვაჭს.
- მიმღები
- მოთამაშე, რომელიც დერეფნის მწკრივის უკან დგება იქედან გადმოწოდებული | გადმოგდებული ბურთის მისაღებად.
- მიწიდან
- დარტყმა: ბურთს წინდაწინ, საგანგებოდ დებენ | აყენებენ მიწაზე | სადგამზე.
- მოედანი
- კარის ხაზებითა" და "კიდის ხაზებით" შემოსაზღვრული ნაკვეთი. საზღვარი მოედანს არ ეკუთვნის.
- მოლი
- თამაშის ფაზა: ბურთიანი მოთამაშე და მინიმუმ თითო მისიანი და მეტოქე, რომლებიც ზეზეულად ერთმანეთს ეჭიდებიან
- მღლეტელი [ჯექლერ]
- მბოჭავის გუნდელი, რომელიც ბოჭვაზე პირველი მივიდა. მას მხოლოდ ზეზეულად | დგომელა შეუძლია "ბურთით თამაში".
- მსაჯები
- პირები, რომლებიც თამაშს უძღვებიან: [უბრალოდ] მსაჯი ანუ რეფერი და ორი "კიდის მსაჯი", აგრეთვე ტელე-რეფი და შვიდკაცაში -- ორი "ლელოს მსაჯიც".
- მხედრული
- აკრძალული ფანდი: შემტევს ლელოსთან ჯარიმა |თავისუფალი რომ ერგება, დამრტყმელის ნიშანზე მოიერიშეთა ჯგუფი შორიდან გამოექანება, დამრტყმელი კი ბურთს ფეხს მიჰკრავს და ერთ-ერთს მაშინღა მიაწოდებს, როცა ესენი ახლოს მივლენ
ო
- ორგანიზატორი
- გაერთიანება, რომელსაც თამაშის გამართვა აბარია: შეიძლება იყოს "მსოფლიო რაგბი", ქვეყნის | შტატის | კუთხის "რაგბის კავშირი", კავშირთა ჯგუფი ანაც "მსოფლიო რაგბის" | "რაგბის კავშირის" მიერ ხელ-დასმული ორგანიზაცია.
პ
- პირდაპირ აუტში
- ფეხით დარტყმული ბურთი კიდეზე ისე გადავიდა, რომ [სათამაშო] არეში მიწაზე არ დაცემულა და არც არავის [მოთამაშეს | მსაჯს] შეხებია.
- პირდაპირ დაიჭირა
- ისე დაიჭირა ბურთი, რომ ეს მანამდე არ შეხებია არც მიწას და არც სხვა არავის.
- პირველ-ხაზელი
- შერკინების "წინა | პირველი ხაზის" წევრი: მარცხენა ბურჯი,კვაჭი, მარჯვენა ბურჯი
რ
- რაქვა
- რაქში ბურთის მოსაპოვებლად | შესანარჩუნებლად "ფეხით თამაში" წესების დაცვით.
- რაქი
- თამაშის ფაზა: მეტოქეთა "თითო ან მეტი მოთამაშე" მიწაზე დებული ბურთის გარშემო ერთმანეთს ზეზეულად | დგომელა ეჭიდება
ს
- სადგამი
- ორგანიზატორის მიერ მოწონებული მოწყობილობა "მიწიდან დარტყმის" დროს ბურთის დასადებად | დასაყენებლად
- სათამაშო დრო
- სუფთა | ნაღდი დრო: პაუზების | საათის გაჩერების გამოკლებით. შეადარეთ "ასტრონომიულ დროს".
- სამოსი
- ყველაფერი, რაც მოთამაშეს აცვია | უკეთია; უნდა შეესაბამებოდეს "მსოფლიო რაგბის" 12. დებულებას.
- სასჯელი
- თამაშის განახლების ხერხი [მეთოდი] დარღვევის | შეფერხების შემდეგ
- საცვალი
- უტოტებო | მოკლე-ტოტებიანი სამოსი, რომელიც ფარავს სხეულს წელიდან ქვემოთ, მუხლებამდე არ მისული; ეხება კანს და შიგნიდან -- სხვა სამოსს, და არაა მიკერებული | მიმაგრებული კვართსა და შორტზე.
- საჯარიმო ლელო [7'ქულიანი]
- მსაჯს მიაჩნია, რომ შემტევი ლელოს ნაღდად გაიტანდა | გაიტანდა უფრო ხელ-საყრელ ადგილზე, მეტოქეს ბინძური თამაშით რომ არ შეეშალა ხელი.
- სინბინი [განსაწმენდელი]
- [სათამაშო] არის გარეთ გამოყოფილი ადგილი, სადაც "დროებით გაძევებული" უნდა მოთავსდეს.
- სისხლი
- [მისახედი] სისხლ-მდენი ჭრილობა
- სოლური
- აკრძალული ფანდი: შემტევი "აიღე და მიეძალეს" რომ გააჩაღებს, გუნდელები ბურთიანს მეტოქესთან დაჭიდებამდე [კონტაქტამდე] ორივე მხრიდან მოხვევენ ხელს და ისეთ სოლს შექმნიან, რომ ზოგი ბურთიანის წინაც კი იქნება.
უ
- უკანა ხაზი
- სათამაშო არის მოკლე "შემომსაზღვრელი ხაზი", რომელიც ამ არეს არ ეკთვნის.
- უქმი ბურთი
- ვითარება: მსაჯმა თამაში დასტვენით შეაჩერა, ანაც გუნდმა გარდასახვა ვერ გაიტანა.
- უცებ შემოგდება
- ბურთის კიდიდან მოწოდება დერეფნის მოწყობამდე იმ გუნდის მიერ, ვისაც ეს დერეფანში უნდა ექნა | გაეკეთებინა
ფ
- ფაზა
- შერკინება | დერეფანი | რაქი | მოლი.
- ფლობა
- მოთამაშე | გუნდი ბურთს აკონტროლებს, ან მოპოვებას | დაუფლებას ცდილობს.
- ფრთა [ფლენქერ]
- მესამე ხაზის განაპირა მორკინალი
ღ
- ღია თამაში
- თამაშის მონაკვეთი ფაზებს შორის; ანაც ცენტრიდან | 22-დან | ლელოს ხაზიდან დარტყმიდან, ჯარიმიდან | თავისუფალიდან შემდეგ ფაზამდე, ოღონდაც "უქმი ბურთის" გამოკლებით
ყ
- ყვითელი:
- ბარათი, რომელსაც მსაჯი მოთამაშეს უჩვენებს "დროებითი გაძევების" [სინბინის] ნიშნად.
შ
- შებოჭილი
- ბურთიანი, რომელიც მბოჭავ[ებ]მა დაიჭირა | დაიჭირეს და [მიწაზე] წააქცია | წააქციეს.
- შეგდება
- შერკინებაში ბურთის შეგორება
- შეკვრა
- "სხვა მოთამაშისათვის" მთელი მკლავის [მხრიდან მტევნამდე] მკვიდრად მოხვევა, "მხრიდან გავამდე" ნებისმიერ დონეზე.
- შეკვრული
- მოთამაშე, რომელიც მეტოქესთან დაჭიდებამდე [კონტაქტამდე] ბურთიან გუნდელს ხელს მოხვევს.
- შემკვრელი [რვა
- მესამე ხაზის მორკინალი, რომელიც აწვება ორ მეორე-ხაზელს | მეორე-ხაზელსა და ფრთას.
- შემტევი
- გუნდი, რომლის მეტოქის ნახევარზეც მიმდინარეობს თამაში
- შემცვლელი
- მოთამაშე, რომელმაც გუნდელი შეცვალა ტრავმის გამო | ტაქტიკური მოსაზრებით.
- შერკინება
- თამაშის ფაზა: გუნდებიდან 8-8 მოთამაშე ერთუთრს ჯგუფად ეჭიდება.
- შესვენება
- შუალედი თამაშის ტაიმებს შორის.
- შორტი
- მოკლე შარვალი: მუხლებამდე არ-მისული და წელზე რეზინ | ზონარ- გაყრილი, რომელიც არაა მიკერებული | მიმაგრებული კვართსა და საცვალზე
ც
- ცენტრიდან დარტმა [ქიქოფ]
- თამაშის | "დამატებითი დროის" თითოეული ნახევრის დაწყება არეკნით, ანაც არეკნითვე თამაშის განახლება ბურთის გატანის შემდეგ.
- ცრუ შერკინება
- ამაში: ბურთი, შემგდებმა გუნდმა უბრძოლველად უნდა მოიგოს; მიწოლა ორივე გუნდს ეკრძალება; და "იტალიური წესით" -- ორივე გუნდი 8-8 მოთამაშეს [ჩა]აყენებს.
- ცხრა [9 ნომერი]
- ვინც ბურთს შერკინებაში აგდებს
წ
- წაქცეული
- მოთამაშე მიწას, ტერფების გარდა, სხვა რამითაც ეხება, ან სხვა წაქცეულს ებჯინება
- წითელი
- ბარათი, რომელსაც მსაჯი მოთამაშეს უჩვენებს "ბოლომდე გაძევების" ნიშნად.
- წინ
- მეტოქის [ლელოს] უკანა ხაზისკენ.
- წინ გადაწოდება [წინ პასი]
- მოთამაშემ ბურთი წინ გადააგდო | ტყორცნა | უპასა:ტყორცნისას მკლავები წინ გაამოძრავა.
- წინ თამაში
- ბურთის დავარდნა: მოთამაშემ ბურთი დაკარგა და ბურთი წინ წავიდა; მოთამაშემ ბურთი მტევნით | მკლავით წინ გადააგდო; მოთამაშეს ბურთი მტევანზე | მკლავზე მოხვდა, და [ყველა ამ შემთხვევაში] ბურთი მიწას ან "სხვა მოთამაშეს" მანამ შეეხო, სანამ "პირველად ხსენებული მოთამაშე" მას დაიჭერდა.
ჭ
- ჭერა
- მოთამაშე ბურთს ხელ[ებ]ით | მკლავ[ებ]ით ფლობს
- ჭიშკრიდან
- თავისი ლელოს მხრიდან
ხ
- ხეირი
- ცხადი და რეალური ტაქტიკური ან ტერიტორიული უპირატესობა, რომელიც გუნდმა მიიღო მეტოქის მიერ წესის დარღვევის შემდეგ | მიუხედავად
- ხელიდან
- დარტყმა: ბურთს ხელს განზრახ გაუშვებენ და ფეხს მიწის შეხებამდე დაარტყამენ
- ხელის კვრა
- ილეთი: "ბურთიანი მოთამაშე" მეტოქეს "გაშლილ მტევას" [ხელის გულს] აგებებს გზიდან ჩამოსაშორებლად
ჯ
- ჯარიმა
- დარტყმა, რომლითაც გუნდი ისჯება მძიმე | სერიოზული დარღვევისთვის