მოდულის სამახსოვრო(შეჯამება)

ამ მოდულში წარმოვადგინეთ საწვრთნელი პროგრამის 3 ასპექტი: მოთელვა, მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნება და მოქნილობაზე მუშაობა. ვისაუბრეთ მოთელვაზე და მის მნიშვნელობაზე ბავშვების წვრთნისას. ბავშვებს ყურადღების ხანმოკლე უნარი აქვთ და მოთელვა ძალიან სასარგებლო შეძლება იყოს მათი ფოკუსირებისთვის ვარჯიშის მოამავალ თემასთან მიმართებაში. ეს ასევე ფასეული დროა რომ ვიმუშაოთ მოძრაობის ფუქნციონალურ უნარებზე და სხეული წვრთნისათვის მოვამზადოთ.

წარმოვადგინეთ მმდ, როგორც ვარჯშის სასარგებლო ნაწილი, რათა სხულს ვარჯიში წინა მდგომარეობაში დაბრუნებაში დავეხმაროთ. ეს აღდგენისა და ადაპტაციის საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნეოლოვანია ბავშვი მოთამაშისათვის.

და ბოლოს შევეხეთ მოქნილობას და იმას თუ სად უნდა ჩავსვათ ის საწვრთნელ ვარჯიშში. სტატიკური და დინამიური გაწელვა ორივე აუმჯობესებს მოქნილობას, მაგრამ დინამიური გაწელვა მოთელვისას უნდა გამოვიყენოთ, რათა სხეული რაგბისათვის მოვამზადოთ, ხოლო სტატიკური გაწელვა კი მმდ-ში, მოქნილობის გასაუმჯობესებლად.

გახურების, მმდ-სა და მოქნილობის ვარჯიიშების ვიდეოები მოგაწოდეთ ამ მოდულის განმავობაში და ახლა მწვრთნელმა უნდა იცოდეს თუ როგორ შექმნას ეს მონაკვეთები ეფექტური წვრთნისათვის.