მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნება (გაგრილება)და რატომაა ის საჭირო

მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნების მიზანია, რომ გონება და სხეული დააბრუნოს მოსვენებულ მდგომარებაში (Marshall, 2011). ამის მისაღწევად რეკომენდებულია თამაშების ისე გამოიყენება, რომ მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნებისას ბავშვი კვლავ ერთობოდეს და ამავე დროს მუშაობდეს ზოგიერთ უნარზე. მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნება იდეალური დროა იმისთვის, რომ ბავშვებმა შეასრულონ სახალისო აქტივობები, როგორც მოდუნების პროცესის ნაწილი. ასეთი აქტივობები და თამაშები შეიძლება მოვარგოთ ბავშვების რაოდენობას და იმ პირობებს/აღჭურვილობას, რომელიც გვაქვს. მმდ ზედმეტად არ უნდა იყოს სტრუქტურირებული და სამწვრთნელო მითითებებით დატვირთული. ვარჯიშის ამ მონაკვეთის მთავარი მიზანია მსუბუქი აქტივობა. მწვრთნელმა არ უნდა გადაუხვიოს მმდ - ს მთავარ მიზანს ინტენსიური აქტივობების გამოყენებით. ხშირად გაწელვა და მოქნილობაზე მუშაობა ჩართულია მმდ-ში ისე, რომ ის არის იყოს ზედმეტად სტრესული და გულის ცემა შემცირდეს, მაშინ როცა ჯერ კიდევ ვმუშაობთ ნავარჯიშობის მნიშვნელოვან კომპონენტებზე. და ბოლოს, მმდ იდეალური დროა იმისათვის, რომ შვამოწმოთ მოთამაშეებმა ვარჯშის შემდგომ საკმარისი წყალი დალიეს თუ არა და ხომ არ არიან ისინი გაუწყლოვნებულნი.