ნაწილი დ

მიწაზე დაშვების, მიმართულების ცვლის და პლიომეტრიული სავარჯიშოები სიმძლავრის და კონტროლის განსავითარებლად

ახტომა და შეჯახება მეწყვილესთან ერთად
მისვლა: 1 გამეორება: 4
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • წყვილებში, დადექით ერთმანეთის გვერდზე 1 მეტრის მოშორებით
  • ერთდროულად ახტით ერმანეთისკენ, ისე, რომ მხრებით შეხვიდეთ ერთმანეთთან კონტაქტში
  • ორივე ფეხზე თანაბრად დაეშვით მიწაზე, ნახევარ ბუქნის პოზიციაში
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მოდუნებული მუხლები

პლიო აზიდვა
მისვლა: 1 გამეორება: 8
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დაიწყეთ აზიდვის პოზიციიდან
  • ოდნავ მოხარეთ და შემდეგ ფეთქებადად გაშალეთ იდაყვები, რომ სხეული მოაცილოთ მიწას
  • ჰაერში შემოკარით ტაში, სხეულის ოდნავ მოხრილი იდაყვებით დაჭერამდე
ძირითადი მინიშნებები:
  • მხრები მენჯების დონეზე
  • გამაგრებული შუატანი