ბოჭვა

ბოჭვა გამოიყენება დაცვაში მყოფი გუნდის მიერ იმ მიზნით, რომ შეაჩეროს შემტევი გუნდის წინსვლა და ამ გუნდს უქმნის შესაძლებლობას, იბრძოლოს ბურთის ფლობისათვის. ბოჭვის მიღებასა და შესრულებაში კომპეტენტურობა კრიტიკულია უსაფრთხო და სახალისო თამაშის განსავითარებლად. ავსტრალიასა და ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ ტრავმების 58% ბოჭვის სიტუაციაში ხდება, აქედან გამომდინარე, თამაშის ეს ასპექტი მწვრთნელის მხრიდან ყურადღებით და ხარისხიანად უნდა იქნეს გააზრებული და შემდეგ მოთამაშეებისათვის უსაფრთხო მეთოდებით მიწოდებული, რათა მომავალში მოთამაშეებს ბოჭვაში თვითრწმენა და ეფექტურობა ჩამოუყალიბდეთ.

წესების განმარტება

ბოჭვა ხდება მაშინ, როდესაც ბურთიან მოთამაშეს აკავებს ერთი ან მეტი მოწინააღმდეგე და ის მიწაზე ჩაყავთ

მთავარი ფაქტორები მოთამაშეებისათვის ყველა ბოჭვის სიტუაციისათვის

მბოჭავი - კონტაქტი მოწინააღმდეგესთან (მოწინააღმდეგეებთან)
  • ‘თვალები მაღლა’ - მზერა ბურთიან მოთამაშეზე, თავის სწორი პოზიციის შესანარჩუნებლად
  • თვალყური ადევნეთ ბურთიანი მოთამაშის მოძრაობას, ფეხები მიიტანეთ ბოჭვის შესასრულებლად საკმარისად ახლოს
  • მომზადეთ კონტაქტისთვის - მოირგეთ ტანის ძლიერი, სტაბილური და დაბალი პოზიცია
  • მოაქციეთ თავი ბურთიანი მოთამაშის უკან ან გვერდზე - არასდროს მოაქციოთ თავი ბურთიანი მოთამაშის წინ
  • გამოიყენეთ მკლავები ბურთიანი მოთამაშის ‘შესაკვრელად’
  • გაუშვით ხელი შებოჭილ მოთამაშეს, დაუყოვნებლივ დაბრუნდით ფეხზე და იბრძოლეთ ბურთს ფლობისათვის
ბურთიანი მოთამაშე - კონტაქტი მიწასთან
  • ატარეთ ბურთი ორივე ხელით
  • დაიცავით ბურთი - მკერდთან და იდაყვებით გვერდებზე, მჭირდოთ დაიჭირეთ ბურთი
  • მიწასთან კონტაქტი გააკეთეთ დუნდულით და შემდეგ მხრით
  • არ შეიმაგროთ წაქცევისას თავი ხელით ან ბურთით
  • მობრუნდით გუნდელებისაკენ, რომ გადააწოდოთ ან გადმოდოთ ბურთი, ან მოახდინოთ მისი პრეზეტაცია
  • დაბრუნდით ფეხზე დაუყოვნებლივ

სპეციფიური მთავარი ფაქტორებისათვის, იხილეთ ინდივიდუალური ბოჭვის ნაირასახეობები ქვემოთ.

მოთამაშეთა უსაფრთხოების მიმართულებით კვლევა გვკარნახობს, რომ:

  • ტრავმების 55-60 % ზრდასრულთა რაგბში გამოწვეულია ბოჭვისაგან
  • თავის არასწორი პოზიცია გამოიწვევს თავისა და კისრის ტრავმებს - ზრდასრულთა რაგბიში, ყველა ტვინის შერყევის 72% მიღებულია ბოჭვაში, ხოლო ახალგაზრდულ რაგბიში, თავი არის ყველაზე ხშირად დაზიანებული სხეულის ნაწილი
  • არამართული შეტაკებები 70% ით უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დასრულდება ტრავმით, ვიდრე წესების დაცვით შესრულებული ბოჭვა

შედარებით უსაფრთხო „თვალები მაღლა“ ბოჭვის მოდელის ინიცირება და ლობირება მოახდინა Trust PA, უელსელი მოთამაშის, პაულ ანდრე ბლუნდელის ხსოვნისათვის, რომელიც თამაშობდა სამხრეთ ინგლისის ლიგა ერთში, რომლის სიცოცხლეც შესაძლოა ამ მოდელმა გადაარჩინა.

Trust PA გახლავთ გაერთიანებული ერების საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა პაულ ანდრე ბლუნდელის ხსოვნისათვის.

მხრით ბოჭვა - წინიდან
  • ‘თვალები მაღლა’ - მზერა ბურთიან მოთამაშეზე, თავის სწორი პოზიციის შესანარჩუნებლად
  • შეინარჩუნეთ ძლიერი, სტაბილური და დაბალი ტანის პოზიცია
  • დაუმიზნეთ და მოახდინეთ კონტაქტი ბურთიანი მოთამაშის ბარძაყზე
  • მჭიდროთ მოხვიეთ ხელი ბურთიანი მოთამაშის ფეხებს, ფეხებით მიწოლასთან ერთად
  • განაგრძეთ ფეხებით მიწოლა ბურთიანი მოთამაშის მიწაზე წასაყვანად
  • ხელი გაუშვით ბურთიან მოთამაშეს
  • სწრაფად დაბრუნდით ფეხზე
  • იბრძოლეთ ბურთის ფლობისათვის
მხრით ბოჭვა - გვერდიდან
  • შეინარჩუნეთ ძლიერი, სტაბილური და დაბალი ტანის პოზიცია
  • დაუმიზნეთ და მოახდინეთ კონტაქტი ბურთიანი მოთამაშის ბარძაყზე
  • მჭიდროდ მოხვიეთ ხელი ბურთიანი მოთამაშის ფეხებს, ფეხებით მიწოლასთან ერთად
  • გადაგორდით ბოჭვის ბურთიანის თავზე დასასრულებლად
  • ხელი გაუშვით ბურთიანს და სწრაფად დაბრუნდით ფეხზე

  • იბრძოლეთ ბურთის ფლობისათვის
ბურთიანად შეკვრა
  • მოათავსეთ საყრდენი ფეხი შემტევთან ახლოს
  • დაუმიზნეთ ბურთს, რომელიც წესით წელისა და მკერდის შორის სიმაღლეზე უნდა იყოს
  • ეცადეთ ორივე ხელი მოხვიოთ ბურთიან მოთამაშეს, იმგვარად რომ დაამწყვდიოთ ბურთიანის ხელები და ბურთი ერთად
  • მიაწექით ფეხებით წინ კონტაქტის შემდეგ
  • წაიყვანეთ ბურთიანი მოთამაშე მიწაზე
ხელით სარმა
  • სდიეთ ბურთიანს, სანამ დაშორება არ შემცირდება ნახტომში მიწვდენად დისტანციამდე
  • გადახტით და მოახდინეთ კონტაქტი ბურთიანი მოთამაშის ტერფებზე ან კოჭებზე გაწვდენილი ხელით
  • თავი მოარიდეთ ბურთიანი მოთამაშის ფეხებს

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბურთიანს მიწაზე ჩაყვანის შემდეგ აკავებენ, წესების მიხედვით, ბოჭვა არ შესრულებულა და მსაჯი ღია თამაშის გაგრძელების საშუალებას იძლევა

ბოჭვა ერთზე მეტი მბოჭავის მონაწილეობით
  • პირველმა მბოჭავმა უნდა იხელმძღვანელოს წინიდან მხრით ბოჭვის მთავარი ფაქტორებით
  • მეორე მბოჭავმა უნდა იხელმძღვანელოს ბურთიანად შეკვრის ძირითადი ფაქტორებით
  • ეცადეთ კომუნიკაცია იქონიოთ სხვა მბოჭავთან და იმოქმედეთ ერთდროულად
  • ორივე მოთამაშემ შეძლებისთანავე ხელი უნდა გაუშვას ბურთიან მოთამაშეს, დაბრუნდეს ფეხზე და იბრძოლოს ბურთისათვის


ყველა შესრულებული ბოჭვის დაახლოებით ნახევარში მონაწილეობს ერთზე მეტი მბოჭავი. ორმაგი ბოჭვა იშვიათად თუ დაიგეგმება და რთულია გასაწვრთნელად. ამიტომ, როგორც წესი, მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ახალგაზრდებში.

ბოჭვა უკნიდან
  • სდიე ბურთიანს, სანამ დაშორება არ შემცირდება ბოჭვის შესასრულებლად მისაღებ დისტანციამდე
  • მოხვიეთ ხელები ბურთიანი მოთამაშის მენჯებს/ფეხებს
  • თავით გვერდზე, გააკეთეთ კონტაქტი მხრით და თქვენი სხეულისკენ მოზიდეთ ხელები

  • შეამჭიდროვეთ ხელების მოხვევა და ჩაცურდით ბურთიანი მოთამაშის ტანზე (გახსოვდეთ თავის ერთ გვერდზე მოთავსება), სანამ ბურთიანი მოთამაშე არ აღმოჩნდება მიწაზე, ხოლო თქვენ კი ბოჭვა დაასრულეთ მის ზემოდან.
სახიფათო მეთოდის გამოყენებით ბოჭვა
ყველა მოთამაშე პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე ბურთიანი მოთამაშის შებოჭვისას, უფრო კონკრეტულად, მბოჭავმა არ უნდა „შებოჭოს“ მოწინააღმდეგე სახიფათო გზით. სახიფათო „ბოჭვის“ მაგალითები მოიცავს:
მაღალი კონტაქტი - „ბოჭვა“ მხრის ხაზის ზემოთ, განსაკუთრებით კისრის ან თავის გარშემო
ჰაერში -‘ბოჭვა’ იმ მოთამაშეზე, ვისი ფეხებიც მიწას არ ეხება
შუბური ბოჭვა -ბურთიანი მოთამაშის (მოწინააღმდეგის) წამოწევა მიწიდან და ამ მოთამაშის დაგდება (ამოყირავება) ან ამ მოთამაშის შუბისავით მიწისაკენ წაყვანა ისე, რომ ის ზედა ტანით, თავით ან კისრით შეეხება პირველი მიწას.
გვიანი (უბურთო) – ბურთის გადაცემის შემდეგ მოთამაშის ‘შებოჭვა’
ნაადრევი - მოთამაშის უბურთოდ ‘შებოჭვა’
უხელო ბოჭვა- - ბურთიანი მოთამაშის ‘შებოჭვა’ მბოჭავისგან ამ მოთამაშეზე ხელების მოხვევის გარეშე

მიმყოლი მოთამაშეები

  • ყველა მიმყოლი მოთამაშე უნდა შევიდეს ბოჭვის ზონაში კარიბჭიდან
  • მხოლოდ ფეხზე მდგომ მოთამაშეებს აქვთ ბურთის ფლობისათვის ბრძოლის უფლება
  • შეინარჩუნეთ მხრების პოზიცია მენჯის დონის ზემოთ
  • დაუსრულებელ ბოჭვის სიტუაციაში მიმიყოლი მოთამაშეები:

    - შეინარჩუნეთ ძლიერი, სტაბილური და დაბალი ტანის პოზიცია

    - გამოიყენეთ ხელები ბურთიან მოთამაშეზე ჩასაჭიდებლად

    - მოერიდეთ კონტაქტს სხვა მოთამაშეების თავსა და კისერზე

    - უსაფრთხოდ ჩაიყვანეთ ბურთიანი მოთამაშე მიწაზე
  • მცველების გაწმენდისას ან მიწოლით გაყვანისას:

    - შეინარჩუნეთ ძლიერი, სტაბილური და დაბალი ტანის პოზიცია

    – „თვალები მაღლა“ - მზერა სამიზნეზე, ნიკაპი არ შეახოთ მკერდს

    - შეინარჩუნე ხერხემლის პოზიცია მეტოქის გაყვანის ტრაექტორიის მიმართულებით

    - დაიწყეთ ფეხის მუშაობით მიწოლა დაბალი ტანის პოზიციით

    - გააკეთეთ კონტაქტი მცველზე მხრის და ხელების გამოყენებით, და არა თავით

    - შეკარით ხელები მოწინააღმდეგის გარშემო

    - მიწოლით გაიყვანეთ მოთამაშე და გაწმინდეთ ბურთი

    - სტაბილურობის გასაუმჯობესებლად ჩაებით თანაგუნდელს
როგორ ყალიბდება ბოჭვის ჭიშკარი

ბოჭვის მიმდინარეობისას, ორივე მოთამაშემ უნდა ცადოს სახით თანაგუნდელებისაკენ შემოტრიალება

წითელი გუნდი

ლურჯი გუნდი

კონტაქტამდე დასრულებული კონტაქტი

წითელი გუნდი

ლურჯი გუნდი

ბოჭვის კარიბჭე
არც ერთ მოთამაშეს აქვს უფლება ჩაერთოს

აქედან

წითელი გუნდის მოთამაშეები უნდა ჩაერთონ აქედან

ლურჯი გუნდის მოთამაშეები უნდა ჩაერთონ აქედან

არც ერთ მოთამაშეს აქვს უფლება ჩაერთოს

აქედან


სამწვრთნელო მითითებები

უხარისხოდ შესრულებული ბოჭვების ძირითადი მიზეზი მბოჭავის მიერ ცუდად შერჩეული პოზიცია უფრო ხშირადაა, ვიდრე ბოჭვის ცუდი ტექნიკა. სწორად პოზიციის შერჩევა შესაძლოა ვასწავლოთ და უნდა ვასწავლოთ მოთამაშეებს. სწავლების პროცესი მოიცავს მბოჭავის მიერ ბურთიანი მოთამაშისათვის სივრცის შეზღუდვას, შემდეგ ბალანსისა და სტაბილურობის შექმნას, წამყავი ფეხის ბურთიანი მოთამაშის ახლოს ჩადგმას, რაც საშუალებას მოგვცემს კონტაქტი მხრის და ხელების გამოყენებით გავაკეთოთ, რაც წესით ბოჭვაში ფეხების მიწოლის შესაძლებლობას გააჩენს.



  • გამოიყენეთ ძირითადი ფაქტორები მოთამაშეების ბოჭვის უნარების უსაფრთხო გზით გამოსასწორებლად
  • ხაზი გაუსვით ბოჭვაში ხელების გამოყენებასთან დაკავშირებულ წესებს (ზემოთ იხ. სექცია სახიფათო ბოჭვასთან დაკავშირებით)
  • ერთ ჯერზე ყურადღება გაამახვილეთ ერთ ან ორ მთავარ ფაქტორზე - ნუ ეცდებით ზედმეტი რაოდენობის ფაქტორების სწავლებას ერთდროულად
  • დააკვირდით და გააანალიზეთ მოთამაშეები კარგი პრაქტიკის ხაზგასასმელად და შეცდომების შესასწორებლად
  • აწარმოეთ პოზიტიური და კონსტრუქციული უკუკავშირი მოთამაშეების განვითარების მიზნით
  • შექმენით ისეთი ვარჯიშების გეგმა, რომელიც წაახალისებს პროგრესულ განვითარებას და მოთამაშეებს შემატებს თვითრწმენას
  • გვერდიდან ბოჭვის ვარჯიშის გავნითარების მაგალითი:

    - ბურთიანი ჩამუხლული - მბოჭავი ჩამუხლული (მხოლოდ გვერდიდან ბოჭვისას, თავის პოზიციის სადემოსტრაციოდ)

    - ბურთიანი მოთამაშე ფეხზე დგას - მბოჭავი ჩამუხლული (წაახალისეთ ფეხებით მიწოლა)

    - ბურთიანი სიარულით - მბოჭავი ცალ მუხლზე

    - ბურთიანი ფეხზე დგას - მბოჭავი ჩაცუცქული

    - ბურთიანი სიარულით - მბოჭავი ჩაცუცქული

    - ბურთიანი სიარულით - მბოჭავი სიარულით

    - ბურთიანი სირბილით - მბოჭავი სირბილით
  • აერიდეთ აცდენას სქესში, ზომაში, ასაკში და გამოცდილებაში უნარების წარდგენისას და განვითარებისას
  • დარწმუნდით, რომ მოთამაშეები ვარჯიშობენ საკმარის სივრცეში, სადაც გამორიცხულია შემთხვევითი შეჯახებები

სამსაჯო მინიშნებები

შეამოწმეთ, რომ:

  • ბოჭვა სრულდება მხრის ხაზის ქვემოთ
  • მბოჭავი ბურთიანი მოთამაშეზე ჩასაჭიდებლად და მის გასაკავებლად იყენებს ხელებს
  • თუ ბურთიან მოთამაშეს წამოწევენ მიწიდან, მას უსაფრთხო გზით აბრუნებენ ძირს
  • მბოჭავი ხელს უშვებს შებოჭილ მოთამაშეს
  • შებოჭილი მოთამაშე დაუყოვნებლივ აწვდის, ათავსებს ან ხელს უშვებს ბურთს
  • ორივე მოთამაშე ბრუნდება ფეხზე
  • მიმყოლი მოთამაშეები შედიან ბოჭვის ზონაში სწორი კარიბჭიდან
  • მიმყოლი მოთამაშეები ფეხზე რჩებიან

ყურადღება მიაქციეთ:

  • წესების დარღვევით და/ან სახიფათო ქმედებებს, რომლებიც ბოჭვაში არ გადიან (ზემოთ იხ. სექცია სახიფათო ბოჭვასთან დაკავშირებით)
  • მოთამაშეებს, რომლებიც ეჯახებიან ან ზღუდავენ ბურთის მოშორებით მყოფ მეტოქეს
  • ბოჭვებს, სადაც კონტაქტი კეთდება თავზე ან კისერზე და შესაძლოა ზიანი მიადგეს თავს ან კისერს - ამგვარი ქმედებები აუცილებლად მკაცრად უნდა განისაჯოს

ეწვიეთ მსოფლიო რაგბის წესების მიმართულებით განათლების გვერდს