თამაშში მონაწილეობამდე

სანამ პიროვნება რაგბის ითამაშებს, საჭიროა გათვალისწინებული იქნეს რიგი გარემოებები, რათა მწვრთნელი დარწმუნდეს, რომ მოთამაშე მზადაა რაგბისათვის.

რაგბისთვის მზად მყოფ მოთამაშეს ექნება/იქნება:

  • ფიზიკური მახასიათებლები და მის დონეზე სათამაშოდ საჭირო ფიზიკური მომზადების დონე
  • მის ასაკობრივ კატეგორიაში სათამაშოდ საკმარისი ტექნიკური უნარები და შესაძლებლობა
  • სრულად რეაბილიტირებული ნებისმიერ ძველი ტრავმებისგან და არ ექნება მიდრეკილება სერიოზული ტრავმებისაკენ
  • გაცნობილი თამაშის წესებს, რომლებშიც ბინძური/უხეში თამაშის განსაზღვრებაა მოცემული.
  • მოთამაშის პროფილის მეშვეობით შეფასებული იქნება მისი სათამაშო მზაობა


მოთამაშის პროფილი მოთამაშის სათამაშო მზაობის შესაფასებლად ჩამოყალიბებული მოთოდია. კარგი პროფილი მწვრთნელებს დაეხმარება, რომ გამოარკვიოს არის თუ არა მოთამაშე მზად რაგბისათვის. პროფილირება სეზონის წინ წინასასეზონო წვრთნის დაწყებამდე უნდა მოხდეს ან მაშინ, როცა ახალი მოთამაშე დაემატება გუნდს. ეს სეზონის განმავლობაში დრო გამოშვებით უნდა განმეორდეს

პროფილმა შემდეგი სახის ინფორმაციაზე უნდა დასვას კითხვები:

  • პირადი და ნათესავების საკონტაქტო დეტალები
  • სამედიცინო ისტორია (მათ შორის ნებისმიერ მისაღებ/მიღებულ წამალზე)
  • გულისცემის/კარდიო კითხვარი
  • ინფორმაცია ფიზიკური მზაობისა და ცხოვრების სტილის შესახებ
  • ტრავმების ისტორია
  • სარაგბო ბიოგრაფია

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

  • ასაკობრივ კატეგორიის (19 წლამდე და ქვემოთ) მოთამაშეებს. მაგ., აღნაგობა, ოსტატობა, მზაობა და ა.შ.
  • ყველა ახალ მოთამაშეს
  • მოთამაშეებს ძველი ტრავმებით
  • ტვინის შერყევის ისტორიის მქონე ნებისმიერ მოთამაშეს
  • კისრის ტრავმის ისტორიის მქონე პირველ ხაზელ ან ნებისმიერ სხვა მოთამაშეს
  • ვეტერან/ასაკოვან მოთამაშეებს ვისაც შეიძლება ჰქონდეთ დაქვეითებული კონდიციები

მწვრთნელის მიერ გაკეთებული პროფილის გარდა უნდა მოხდეს მოთამაშის ფიზიკური შეფასება, ექიმის, ფიზიოთერაპევტის, ფიზ მომზადების ან სპორტს მწვრთნელის მიერ. შეფასებამ უნდ გატესტოს შემდგომი მონაცემები:

  • ფუნქიცონალური შესაძლებლობები
  • სისწრაფე
  • წონასწორობა
  • მოქნილობა
  • აერობული გამძლეობა
  • ანაერობული გამძლეობა
  • ფიზიკური ანომალიები, მაგ., ბიომექანიკური

ფიზ მომზადების მწვრთნელებმა მხოლოდ ის შეფასებები უნდა ჩაატარონ /შეასრულონ, რომელშიც კომპეტენტურები არიან, საკუთარი რაგბის კავშირის პროტოკოლებთან შესაბამისობაში.

მოთამაშის პროფილის ფორმის მაგალითი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ:https://passport.world.rugby/injury-prevention-and-risk-management/rugby-ready/downloads/