მოთამაშის კეთილდღეობა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მოთამაშის კეთილდღეობის განყოფილებაში. მოთამაშეთა კეთილდღეობა მსოფლიო რაგბის ნომერ პირველი პრიორიტეტია და, როგორც ასეთი, გირჩევთ, რომ თამაშის ყველა დაინტერესებულმა მხარემ უპირატესობა მიანიჭოს თავიანთი მოთამაშეების უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა.

ტვინის შერყევა

ტვინის შერყევა არის საკითხი, რომელიც მოქმედებს სპორტის ყველა სახეობაზე და მნიშვნელოვანია, რომ რაგბიში ჩართულმა ყველა პირმა ამოიცნოს ტვინის შერყევის სიმპტომები და თამაშიდან ან ვარჯიშიდან მოხსნას ნებისმიერი მოთამაშე, რომელსაც ექნება აშკარა ან საეჭვო სიმპტომები.

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი როლი თამაშში, ჩვენი ონლაინ მოდულების სპექტრი გთავაზობთ შესაბამის მითითებებს, რომლებიც დაგეხმარებათ. 

ამ (ზოგიერთი) ელექტრონული მოდულების დასრულება წარმოადგენს წინაპირობას ბევრ ჩვენს პირისპირ ჩატარებულ მოდულზე დასასწრებად და გირჩევთ, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ გაიაროს სულ მცირე, ტვინის შერყევის მართვის კურსი ფართო საზოგადოებისთვის.

სამედიცინო პროტოკოლები მატჩის დღის სამედიცინო პერსონალისთვის

ეს რესურსი შეიქმნა იმისათვის, რომ რაგბის გუნდის ექიმებმა და მატჩის დღის სამედიცინო პერსონალმა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა და გამოიკვეთოს ზოგიერთი საკითხი, რომელთა წინაშეც აღმოჩნდებიან მუშაობის განმავლობაში.

პირველადი დახმარება რაგბიში

ეს ონლაინ მოდული მიზნად ისახავს თქვენს აღჭურვას რაგბის სპეციფიკური პირველადი დახმარების რამდენიმე ძირითადი უნარ-ჩვევით და რეკომენდებულია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ამ ონლაინ მოდულის დასრულება არის წინაპირობა რაგბის პირველადი დახმარების კურსზე დასასწრებად, რომელიც პირისპირ ჩატარდება.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება რაგბიში / უმაღლესი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება რაგბიში

ეს ორი ონლაინ მოდული მიზნად ისახავს რაგბიში მომუშავე ჯანდაცვისა და მომიჯნავე ჯანდაცვის სპეციალისტების უზრუნველყოფას შესაძლებლობით, რომ შეაფასონ, დაასტაბილურონ და სახვევი დაადონ დაშავებულ მოთამაშეებს, უსაფრთხო ადგილას გადასაყვანად, უმაღლესი სამედიცინო დახმარების მოსვლის მოლოდინში.

ამ ონლაინ მოდულების დასრულება არის წინაპირობა რაგბის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსზე დასასწრებად, რომელიც პირისპირ ჩატარდება.

აზროვნება - ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსი გუნდის ექიმებისთვის

ეს რესურსი შემუშავდა გუნდის სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად, ფსიქიკური პრობლემების იდენტიფიცირებისთვის. მასში მოცემულია ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სკრინინგი და რჩევები იმ მოთამაშეთა ექიმთან მიმართვის შესახებ, რომელთაც შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეთ.

COVID-19

ეს ორი ონლაინ სასწავლო მოდული გთავაზობთ ინფორმაციას Covid-19-ის შესახებ, ასევე სპეციფიკურ მითითებებს რაგბის საქმიანობაში უსაფრთხოდ დაბრუნების შესახებ.

ამ მოდულის დასრულება დაეხმარება ინდივიდებს იმის დემონსტრირებაში, რომ ისინი მზად არიან დაეხმარონ თავიანთ დაწესებულებას, დაუბრუნდნენ ვარჯიშსა და თამაშს.

ტვინის შერყევის მართვა ზოგადი მოსახლეობისათვის

ეს რესურსი შექმნილია რაგბისთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისთვის - მოთამაშეების, მწვრთნელების, მშობლების, მასწავლებლების, მსაჯების, მაყურებლებისა თუ თამაშში ჩართული ან დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. იგი გათვლილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ტვინის შერყევის მქონე მოთამაშის ეფექტური მართვა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გრძელვადიანი დაცვის მიზნით.

COVID-19 - თამაშში დაბრუნების გაცნობიერება მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის

ეს არის მსოფლიო რაგბის მიერ შემუშავებული რესურსი, რათა დაეხმაროს ყველას რაგბის საზოგადოებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და უზრუნველყოს რაგბის აქტივობებში უსაფრთხო დაბრუნება.

COVID-19 - თამაშში დაბრუნების გაცნობიერება ადმინისტრატორებისთვის

ეს არის მსოფლიო რაგბის მიერ შემუშავებული რესურსი, რათა დაეხმაროს ყველას რაგბის საზოგადოებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და უზრუნველყოს რაგბის აქტივობებში უსაფრთხო დაბრუნება.

სხვა ენებზე ხელმისაწვდომი მოდულები

ყველა მოდული ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, ბევრი მათგანი ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე. თუ მოდული არ არის ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე, სცადეთ სხვა.

First Aid In Rugby
Immediate Care in Rugby
Advanced Immediate Care in Rugby
Medical Protocols for Match Day Medical Staff
Concussion Management for Doctors and Health Care Professionals
Concussion for Elite Level Match Day Medical Staff
Mindset – A Mental Health Resource for Team Doctors
Artificial Turf - an introduction for the General Public