ჩართულობის წესები
სანამ არ შეიმუშავებენ COVID-19-ის ვაქცინას, გუნდის გარემო სრულიად განსხვავებული იქნება. რაგბის გუნდში თუ თამაშში ჩართულმა ყოველმა ადამიანმა უნდა იკისროს პასუხისმგებელობა COVID-19-ის გავრცელების პრევენციაზე.
პირადი ჰიგიენა, ზემოთ აღწერილი სიმპტომებისას თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცირება, ჯგუფური თავშეყრისა და მგზავრობის შეზღუდვა გავრცელების ხელის შეშლის ყველაზე ეფექტური საშუალებებია. გუნდურ გარემოში კიდევ უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, რათა თავიდან აიცილოთ ექსპოზიცია და გავრცელება. ქვემოთ მოცემულია თქვენი პასუხისმგებლობები, რომლებიც აქტუალური იქნება ვაქცინის შემუშავებამდე.
თქვენი ჩართულობის 10 წესი COVID-19-ის უსაფრთხო მართვისთვის არის შემდეგი:
1. განათლება - გაეცანით თქვენი კავშირის ან კლუბის მიერ მიღებულ ზომებს.
- ეს დოკუმენტი “გამყარებულია” ონლაინ მოდულით, რისი გავლაც შესაძლოა მოგეთხოვოთ თქვენი კავშირის ან კლუბის მიერ. თქვენს კავშირს, შეჯიბრებას ან კლუბს ექნება მრავალნაირი ინფორმაცია, რაც შეძლებისდაგვარად დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ როგორ დაიცვათ უკეთ თავი აქტივობაში დაბრუნების პროცესში.
- საკუთარი და თქვენი კოლეგების უსაფრთხოების ინტერესების გამო, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები.
- მისი გავლის შემდეგ შეგეძლებათ ჩამოტვირთოთ დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი და წარუდგინოთ იგი თქვენს კლუბს.
2. ჩართულობის წესები - შემდგომ შეტყობინებამდე თქვენ მოგეთხოვებათ შემდეგი:
- სახლიდან გასვლამდე შეავსეთ COVID-19-ის სიმპტომების კითხვარი (დანართი 1). ამისთვის თქვენ მოგეთხოვებათ, რომ განსაზღვროთ გქონდათ თუ არა COVID-19-ის ზოგადი სიმპტომებიდან რომელიმე (იხ. ზემოთ). თუ ასეა, უნდა დარჩეთ სახლში, დაუკავშირდეთ თქვენი გუნდის ექიმს ან ოჯახის ექიმს.
- შეამოწმეთ თქვენი ტემპერატურა დაწესებულება/ობიექტში შესვლამდე. თუ თქვენი ტემპერატურა 37,5°C-ზე მაღალია, გაგგზავნიან სახლში და გირჩევენ დაუკავშირდეთ თქვენი გუნდის ექიმს ან ოჯახის ექიმს.
3. დაიცავით ჰიგიენის წესები
- ხელის უფრო ხშირმა დაბანამ, ხშირად გამოყენებული ადგილებისა და ზედაპირების რეგულარულმა დეზინფექციამ და ხელთათმანების ხმარებამ შესაძლოა შეამციროს ინფიცირების რისკი. ზოგიერთ სიტუაციაში, მაგალითად, სპორტულ დარბაზში ან შეხვედრების დროს, გასათვალისწინებელია სახის ნიღბების გამოყენება.
- შინ ასევე უნდა დაიმუშაოთ ან დაიბანოთ ხელები საპნით 20 წამის განმავლობაში (ან გამოიყენეთ ხელის სანიტაიზერი), როდესაც შედიხართ და გამოდიხართ თქვენი სახლიდან.
- მოერიდეთ ისეთ ხშირად კონტაქტირებად ზედაპირებთან შეხებას, როგორებიცაა კარის სახელურები, საზოგადო კომპიუტერის კლავიშები და ა.შ.
- გამოიყენეთ ხელის სანიტაიზერები, რაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს თქვენი კლუბის შესასვლელსა და ყველა ოთახში.
- მოერიდეთ გადაფურთხებას ან ცხვირის მოხოცვას.
- ხველის ან ცემინებისას მოიშველიეთ მოხრილი იდაყვი ან ერთჯერადი ხელსახოცი (გამოყენებული ხელსახოცი ყოველთვის გადააგდეთ).
- არ გაუზიაროთ სხვას თქვენი წყლის ბოთლი ან არ გამოიყენოთ გუნდის წყლის ბოთლები.
- არ გამოიყენოთ საერთო საკვები დანამატები.
4. დაიცავით სოციალური დისტანცირების წესები ოფისში, სპორტულ დარბაზში, სამედიცინო ოთახში / სავარჯიშო მოედანზე (არაკონტაქტური ვარჯიშის დროს)
- მინიმუმ 1 მეტრის დაშორება არსებულ პირებს შორის ხელს უწყობს ვირუსის გადაცემის ალბათობის მნიშვნელოვნად შემცირებას. სპორტით გათვალისწინებული მოძრაობის გამო, ვარჯიშის დროს დისტანცია უნდა გაიზარდოს 1.5 მეტრამდე.
- ოფისი, სპორტული დარბაზი და სამედიცინო ოთახი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ გააადვილოს სულ მცირე 1 მ-ით დაშორება ადამიანებს შორის. ვენტილაცია ხელს უწყობს რესპირატორული წვეთების გაფანტვას. სადაც შესაძლებელია, ნებისმიერი საერთო გამოყენების ადგილები კარგად უნდა განიავდეს.
5. მინიმუმამდე შეამცირეთ სხეულით კონტაქტი
- სრულიად უნდა მოვერიდოთ ხელის ჩამორთმევას, ხელების მირტყმით მისალმებას, ჩახუტებას, გადახვევას, ჯგუფურ ზეიმობას/გულშემატკივრობას. PST ღონისძიებების შემცირებამდე, ფიზიკური კონტაქტი (შეჯიბრების ჩათვლით) თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ამიტომ, თავდაპირველად მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშის ჩატარება იქნება შესაძლებელი.
6. გამოცვლა და შხაპის მიღება სახლში
- სპორტულ დარბაზებსა და სპორტულ კლუბებში გამოსაცვლელი ოთახებისა და საშხაპეების გამოყენება შეჩერდება თქვენი კლუბის შემდგომ გაფრთხილებამდე.
7. მანქანის ერთობლივი გამოყენების დროებით შეჩერება
- სანამ არსებობს სოციალური დისტანცირების ზომები, ვარჯიშისა და ტურნირებისთვის ავტომობილების ერთობლივი გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება თქვენს თანამოსახლესთან ერთად მგზავრობას. მინი-ვენების გამოყენება ასევე შეუსაბამოა. თქვენი კლუბი გამოიყენებს მატჩებზე მგზავრობის კონკრეტულ პოლიტიკას, როცა განახლდება რაგბის ტურნირები.
8. თავი შეიკავეთ ისეთი ღონისძიებებისგან, როგორებიცაა ზოგადი შეხვედრები და დღესასწაულები
- დისტანცირების წესების დაცვის მიზნით არ უნდა ჩატარდეს სოციალური ღონისძიებები.
- სანამ სოციალური დისტანცირება აქტუალური რჩება, გუნდური შეხვედრები უნდა ჩატარდეს გარეთ ან ისეთ დახურულ სივრცეებში, რომლებიც იძლევა 1 ადამიანის მოთავსების საშუალებას 4 მ2 ფართზე.
- დანარჩენი ვარიანტები მოიცავს ციფრულ/ონლაინ შეხვედრების რესურსებს.
9. სავარჯიშო ჯგუფების შემცირება
- სანამ არსებობს სოციალური დისტანცირება და საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვები, გუნდების ვარჯიშები უნდა ჩატარდეს მცირე ჯგუფებად, რაც შესაბამისობაში იქნება იმ დროისთვის მთავრობის მიერ გატარებულ ზომებთან (მაგ., <5, <10 ჯგუფები). მცირე ჯგუფებით ვარჯიშის დროს ვარჯიშები ისე უნდა იყოს რეგულირებული, რომ არ მოხდეს ჯგუფებს შორის გადაკვეთა. მცირე ჯგუფები ამცირებს ინფიცირების რისკს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ინფექცია გავრცელდა, შეზღუდული იქნება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც პოტენციურად კარანტინი დასჭირდებათ.
10. სადაც შესაძლებელია, ღია ცის ქვეშ ჩატარებული აქტივობები უფრო უსაფრთხოა
- სუფთა ჰაერზე სპორტული აქტივობები და ვარჯიში ხელს უწყობს დისტანციის წესების დაცვას და ინფექციის რისკის შემცირებას ჰაერის მუდმივი მიმოცვლის გამო. ღია სივრცეში აქტივობებისას COVID-19-ით დაინფიცირების რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე დახურულ სივრცეში ჩატარებული აქტივობების დროს.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ, მოითხოვეთ განმარტება. თქვენს კლუბს/კავშირს შეიძლება ჰყავდეს დანიშნული COVID-19 მენეჯერი ან გამოცდილი სამედიცინო სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება დაგეხმაროთ. თუ ეს არ არის ხელმისაწვდომი, თქვენს ჯანდაცვის უწყებას შეეძლება თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება. მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეთ რაგბიში დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
თქვენი კლუბი გაატარებს უსაფრთხოების რამდენიმე ზომას კლუბის ობიექტებში ამ პროცესის დასახმარებლად.