Activate-ის გამოყენებასთან დაკავშირებით რომელი ძირითადი საკითხები უნდა იცოდნენ მწვრთნელებმა?

 

Activate-ის გამოყენება შესაძლებელია ვარჯიშის დაწყებისას ან ვარჯიშის დროს, ასევე მატჩისწინა მოთელვისას. თუ პროგრამა ერთ ბლოკად სრულდება, ახალგაზრდული ვერსიები 20 წუთს მოითხოვს, ხოლო ზრდასრულთა პროგრამა – 25 წუთს, მას შემდეგ, რაც მოთამაშეები და მწვრთნელები ვარჯიშებს გაეცნობიან. ქვემოთ მოცემულ ცხრილებში ნაჩვენებია როგორც ახალგაზრდული, ასევე ზრდასრულთა პროგრამების სტრუქტურა. ყველა ვერსია იწყება სირბილზე დაფუძნებული მოთელვით, რასაც მოსდევს ვარჯიშები ქვედა კიდურების ბალანსის, სიმტკიცის, ძალისა და მობილობის, ასევე დახტომის და მიმართულების შეცვლის დროს კონტროლის გასაუმჯობესებლად.

ახალგაზრდული პროგრამის სტრუქტურა

ნაწილიფოკუსიდროსავარჯიშოების რაოდენობა

სირბილზე დაფუძნებული მომზადება და მიმართულების შეცვლა

ფოკუსი: სირბილის მექანიკა, კოორდინაცია და მიმართულების შეცვლა ტანისა და ქვედა კიდურების მოძრაობის კონტროლის შენარჩუნებით

2 წუთი3

სხეულის ქვედა ნაწილის ბალანსის შენარჩუნების სავარჯიშო

ფოკუსი: მოძრაობის კონტროლის უნარის განვითარება სტატიკური და დინამიკური აქტივობების დროს

4 წუთი2

მიზნობრივი დატვირთვის სავარჯიშო

ფოკუსი: მთელი სხეულის სიმტკიცის, სტაბილურობის და მობილობის გაუმჯობესება

8 წუთი5

დახტომის, მიმართულების შეცვლის და პლიომეტრიული სავარჯიშო

ფოკუსი: ტანისა და ქვედა კიდურების კონტროლის გაუმჯობესება დახტომის და მიმართულების შეცვლის აქტივობების დროს

6 წუთი2
სულ 20 წუთი12

 

ზრდასრულთა პროგრამის სტრუქტურა

ნაწილიფოკუსიდროსავარჯიშოების რაოდენობა

სირბილზე დაფუძნებული მომზადება და მიმართულების შეცვლა

ფოკუსი: სირბილის მექანიკა, კოორდინაცია და მიმართულების შეცვლა ტანისა და ქვედა კიდურების მოძრაობის კონტროლის შენარჩუნებით

2 წუთი2

მობილობის, დატვირთვის და სტატიკური ბალანსის შენარჩუნების სავარჯიშო

ფოკუსი: მთელი სხეულის სიმტკიცის, სტაბილურობის და მობილობის გაუმჯობესება

9 წუთი6

დატვირთვის, დინამიკური ბალანსის, მიმართულების შეცვლის და პლიომეტრიული სავარჯიშო

ფოკუსი: მთელი სხეულის სიმტკიცის, მობილობის, ტანის და ქვედა კიდურების კონტროლის და ძალის გაუმჯობესება

9 წუთი6

კისრის დატვირთვის სავარჯიშო და სპრინტისთვის ფიზიკური მომზადება

ფოკუსი: კისრის ფუნქციის გაუმჯობესება და ანაერობული ფიზიკური მომზადება

5 წუთი2
სულ 25 წუთი16

 

როგორ უნდა მოაწყონ მწვრთნელებმა სათამაშო მოედანი Activate პროგრამისთვის?

სავარჯიშოების შესასრულებლად საუკეთესოა ბუნებრივი ან ხელოვნური საფარის მოედანი საკმარისი სივრცით, თუმცა მისაღებია დახურული სივრცეც ისეთი იატაკით, სადაც ფეხი არ ცურავს (მაგ., სპორტული დარბაზი). მწვრთნელებმა ყოველ ჯერზე უნდა შეამოწმონ სავარჯიშოების შესრულების ადგილი პოტენციური საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით.

ქვემოთ მოცემულ სურათზე წარმოდგენილია Activate პროგრამისთვის მოედნის მოწყობის შემოთავაზებული ვარიანტი, თუმცა მწვრთნელებს შეუძლიათ შეცვალონ სათამაშო მოედანი საჭიროებისამებრ. მონაწილე მოთამაშეთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მთელი პროგრამის შესრულება 20x20 მეტრის ზომის სივრცეში, თუმცა მეტი სივრცის არსებობა იძლევა პროგრამის უფრო მრავალფეროვნად ჩატარების და მოთამაშეების უფრო თავისუფლად ვარჯიშის შესაძლებლობას.

Activate პროგრამისთვის მოედნის მოწყობის შემოთავაზებული ვარიანტი

 

რა აღჭურვილობაა საჭირო Activate პროგრამისთვის?

Activate-ისთვის განსაზღვრულია მინიმალური აღჭურვილობა. სავარჯიშოების შესასრულებლად საჭირო ადგილების მონიშვნისთვის მხოლოდ რამდენიმე კონუსია საჭირო. Activate-ის ბევრ სავარჯიშოს მოთამაშეები ინდივიდუალურად ან წყვილებში ასრულებენ, ხოლო სირბილზე დაფუძნებული აქტივობები ჯგუფურია.

მწვრთნელებს შეუძლიათ რაგბის ბურთების ან სხვა ხელმისაწვდომი აღჭურვილობის გამოყენება, თუ ჩათვლიან, რომ ეს ვარჯიშებს მოთამაშეებისთვის უფრო სასარგებლოს და სასიამოვნოს გახდის, თუმცა უნდა დარწმუნდნენ, რომ მოთამაშეები სავარჯიშოებს სწორად ასრულებენ. როდესაც მოთამაშეებმა რაიმე აქტივობა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში უნდა შეასრულონ (მაგალითად 30 წამში), სასურველია, რომ დროის მონიტორინგი არა მწვრთნელს, არამედ სხვა პირს დაევალოს (მაგალითად, მწვრთნელის თანაშემწეს ან მოთამაშეს, რომელიც არ მონაწილეობს ამ ვარჯიშში). ეს მწვრთნელს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნოს მოთამაშეების ტექნიკას.