რა არის აქტივეიტი?
აქტივეიტი არის სტრუქტურირებული, განვითარებადი სავარჯიშო პროგრამა, რომელიც შექმნილია ისე, რომ შევძლოთ მისი გამოყენება როგორც ვარჯიშის შემადგენელი ნაწილის სახით, ასევე მატჩის წინ მოსათელი რუტინის ნაწილის სახით.
პროგრამა დაფუძნებულია სამეცნიერო დასკვნებსა და ექსპერტების მოაზრებებზე, ამავდროულად უკუკავშირმა მწვრთნელებთან უზრუნველყო პროგრამის მისადაგება ყველა სარაგბო დონეზე.
არსებოს აქტივეიტის ოთხი ვერსია:
- 15 წლამდე (ასაკი 13-15 წელი)
- 16 წლამდე (ასაკი 15-16 წელი)
- 18 წლამდე (ასაკი 16-18 წელი)
- ზრდასრული (ასაკი 18+ წელი)
ყველა ვერსია მოიცავს სათამაშო სეზონის მიმდინარეობისას გამოსაყენებლად რამოდენიმე პროგრესირებად დონეს.
პროგრამის ყველა ვერსია იზიარებს მსგავს სტრუქტურას და შეიცავს ერთნაირი სავარჯიშოების ნაირსახეობებს:
- ბალანსის და ხტომის სავარჯიშოები ზოგადი მოძრაობის მართვის გასუმჯობესებლად
- საკუთარი და მეწყვილის სხეულის წონით, როგორც წინაღობის გამოყენებით აქტივობები, ქვედა და ზედა ტანში ძალისა და კონტროლის განსავითარებლად
- პლიომეტრიული სავარჯიშოები ქვედა და ზედა ტანის სიმძლავრის განსავითარებლად
- მიწაზე დაშვება და ცრუ-მოძრაობა, თამაშისას ამ მოძრაობების შესრულებისას კონტროლის და ტექნიკის ჩამოსაყალიბებლად
კვლევა ადასტურებს, რომ პროგრამას როგორც ახალგაზრდა, ასევე ზრდასრულ მოთამაშეებში, რომლებიც სამოყვარულო დონეზე ასპარეზობენ, კუნთების და სახსრების ტრავმის (26-40%) და ტვინის შერყევის რაოდენობის (29-60%) შემცირება შეუძლია. პროგრამის ხშირი გამოყენება უფრო მეტად ამცირებს ტრავმის რისკს.