ტრავმების მართვა

ტრავმები ნებისმიერი კონტაქტური სპორტის შემადგენენლი ნაწილია. თუმცა, სერიოზული ან სიცოცხლისათვის საშიში ტრავმები რაგბიში იშვიათია. შესაძლებელია უამრავი ტრავმის შედეგის შემსუბუქება, კომპეტენტური პირველადი დახმარების ჯგუფის მოსვლამდე, უმარტივესი პირველადი დახმარების უნარების გამოყენებით. სარაგბო სამყაროში უმრავლესობისათვის ნაკლებადაა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება კიდის ხაზთან ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე პირველადი დახმარების პასუხისმგებლობა შესაძლოა გადავიდეს კლუბის წამომადგენლობაზე, მწვრთნელებზე, მოთამაშეებზე, მშობლებზე ან მსაჯებზე.

ხშირად, როცა ტრავმის წინაშე აღმოვჩნდებით, საკითხი ამგვარად დგება: „რა არ გავაკეთოთ“ და არა - „რა გავაკეთოთ“, ანუ „არ მივაყენოთ დამატებითი ზიანი”. ბევრი რამ, შესაძლოა მცირეოდენ დროში თავისით გამოსწორდეს და როგორც წესი, სიტუაციის კონტროლის საკუთარ თავზე აღება და პანიკის აღკვეთა არის ყველაფერი, რაც მოთამაშის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ან უფრო გამოცდილი დახმარების მოსვლამდეა საჭირო. ზოგიერთ ვითარებაში ისეთი მარტივი ილეთები, როგორიცაა თავისა და კისრის დაცვა, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა და დაშავებული კიდურის დაჭერა სრულებით საკმარისია ტრავმის მართვის გადაუდებელ ეტაპებზე.

რა თქმა უნდა, გვხვდება სიტუაციები, სადაც მხოლოდ მოთამაშის მხარდაჭერა და დახმარების ლოდინი არ იქნებოდა მართებული, მაგ.: გულის მოქმედების გაჩერების დროს. ეს ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება და არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყვნენ პირველადი დახმარებაში გადამზადებული პირები ხელმისაწვდომები თამაშებისა და ვარჯიშების დროს.

მსოფლიო რაგბის რეკომენდაციის მიხედვით, ნებისმიერი თამაში ან ვარჯიში სათანადო დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი პირველადი დახმარებით. მსოფლიო რაგბი ატარებს სხვადასხვა დონის ტრენინგებს და დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია მომდევნო ბმულზე https://passport.world.rugby/player-welfare/first-aid-in-rugby/ 

დაშავებული მოთამაშის მოვლის ძირითადი პრინციპები

  1. არ ვავნოთ მეტად
  2. ითავეთ მართვა
  3. თავიდან აირიდეთ არასაჭირო მოძრაობები
  4. ესაუბრეთ მოთამაშეს
  5. საჭიროების შემთხვევაში მოუხმეთ დახმარებას
  6. დარწმუნდით, რომ უფრო გამოცდილი დახმარება გზაშია
  7. სწორად შეარჩიეთ დამატებითი ქმედება, რაც შეიძლება სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახებას მოიცავდეს

ითავეთ სიტუაციის მართვა.

დაშავებული მოთამაშის მოვლის ჭრილში, მის მომჯობინებამდე ან მეტად გამოცდილი დახმარების მოსვლამდე პანიკის აღკვეთა ფუნდამენტალურია.

პირველადი დახმარება რაგბიში

https://passport.world.rugby/player-welfare/first-aid-in-rugby/ 

სარაგბო საზოგადოების ყველა წევრმა - მწვრთნელებმა, მსაჯებმა, მშობლებმა და ყველა სხვამ, ვინც თამაშში ჩართულია - უმჯობესია გაიაროს მინიმუმ საბაზო პირველადი დახმარების სასწავლო კურსი

სიცოცხლისთვის და კიდურებისთვის არასაშიში ტრავმებისათვის

შეაფასეთ მოთამაშე სათამაშო არეალში TOTAPS სისტემის გამოყენებით.

ნაბიჯები შეფასება ქმედება
საუბარი რა მოხდა? სად გტკივა?
დაკვირვება შეხედეთ დაშავებულ არეს. განსხვავდება საპირისპირო მხარესთან შედარებით (გასიებულია, ფერი შეცვლილია, ა.შ.)? შესიების ან დეფორმაციის შემთხვევაში, მოუხმეთ პირველადი დახმარების მცოდნე პირს
შეეხეთ შეიგრძენით შეშუპება, მგრძნობელობის მატება ან ტკივილი. თუ შეხებისას მგძნობელობა მომატებულია, მოიხმეთ პირველადი დახმარების გამწევი პირი.
აქტიური მოძრაობა სთხოვეთ მოთამაშეს, გაამოძრავოს დაშავებული ნაწილი დახმარების გარეშე თუ არ შეუძლია გამოძრავება ან მტკივნეულია, მოიხმეთ პირველადი დახმარების გამწევი პირი და გაიყვანეთ მოთამაშე მოედნიდან (ტრავმირებული ადგილის დაუტვირთავად).
პასიური მოძრაობა თუ მოთამაშე აქტიურად ამოძრავებს დაშავებულ ნაწილს, მაშინ ფრთხილად გაამოძრავებინეთ ის სრული ამპლიტუდით თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, ან მტკივნეულია, მოთამაშე გაყვანილ უნდა იქნას მოედნიდან (ტრავმირებული ადგილის დაუტვირთავად).
უნარების ტესტი თუ აქტიური და პასიური მოძრაობები არ იწვევს ტკივილს, სთხოვეთ მოთამაშეს წამოდგომა და დააკვირდით შეუძლია თუ არა ქვედა კიდურებზე სხეულის წონის გადატანა და სიარული. თუ ამას ვერ ახერხებს, მოთამაშე გაყვანილ უნდა იქნას მოედნიდან (ტრავმირებული ადგილის დაუტვირთავად) თუ ამას ვერ ახერხებს, მოთამაშე გაყვანილ უნდა იქნას მოედნიდან (ტრავმირებული ადგილის დაუტვირთავად)

სისხლდენა

სისხლდენიანი მოთამაშის მკურნალობისას, აუცილებელია ხელთათმანების ხმარება, რათა მოთამაშეც და პირველადი დახმარების გამწევიც დაცულნი იყვნენ სისხლით გადამდები ინფექციებისგან, როგორიცაა აივ და ჰეპატიტები. სისხლი არ უნდა გადავიდეს ერთი მოთამაშიდან მეორეზე. ნებისმიერი ნივთი, რომელიც სისხლით დაბინძურდა, უნდა იქნეს დალუქული პლასტმასის პარკში და სათანადო წესით გადაგდებული.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივხედოთ ძლიერ სისხლდენას სისხლის ნაკადის შესამცირებლად, ვინაიდან ეს შეიძლება საკმარისი იყოს სიცოცხლის შესანარჩუნებლად. განახორციელეთ პირდაპირი ზეწოლა უშუალოდ ჭრილობაზე და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოახდინეთ არაპირდაპირი ზეწოლა. უზრუნველყავით სასწრაფო ტრანსპორტირება საავადმყოფოში ან ქირურგიულ განყოფილებაში.

რბილი ქსოვილების დაზიანება

რბილი ქსოვილების ტრავმები ტიპიურად არის იოგების ღრძობა და კუნთების გაჭიმვა, გახევა და დაბეჟილობები. რბილი ქსოვილების ტრავმები მართული უნდა იქნას ე.წ. PRICED მეთოდით.

დაცვა ტრავმის შემდეგ უმნიშვნელოვანესია, რომ როგორც ტრავმირებული ადგილი, ისე თავად მოთამაშე, დაცულ იქნას მომდევნო დაზიანებისგან. წარუმატებლობა ამ კუთხით ამძიმებს პრობლემას და შეუძლია გამოიწვიოს შეხორცების დაგვიანება.

  • ზედაპირული/ღრმა ჭრილობები უნდა დაიფაროს
  • დაზიანებული სახსარი უნდა დაფიქსირდეს ტეიპით ან ფიქსატორით
  • უმჯობესია მოვერიდოთ დაზიანებული ადგილის წონით დატვირთვას
აღდგენა შესაბამისი დასვენება აღდგენის და შეხორცების საშუალებას აძლევს ქსოვილებს და აუცილებელია ნებისმიერი ტრავმის შემთხვევაში. გახსოვდეთ - თუ მტკივნეულია, სავარაუდოთ არ არის ტრავმისთვის კარგი. არ დატვირთოთ სხეულის დაზიანებული ნაწილი წონით.
ყინული ყინული გამოყენება ტრავმაზე ახდენს სისხლდენის და დამატებით შესიების პრევენციას. ნოტიო პირსახოცში გახვეული დატეხილი ყინულის გამოყენება გამოსადეგია აღდგენის დროის შესამცირებლად და შუალედში ტკივილის გასანელებლად. გამოიყენეთ ტრავმაზე ყინული ტრავმიდან პირველი 48 საათის განმავლობაში, ყოველ 2 საათში 20 წუთის განმავლობაში. კანის დაცვა ვაზელინის ზეთით ან მალამოთი თავიდან აგარიდებთ თერმულ ზიანს.
კომპრესია რბილი ქსოვილის ტრავმაზე განხორციელებული კომპრესია ახდენს შეშუპების აღკვეთას და ამცირებს აღდგენის დროს. კომპრესია მყარი ნახვევის გამოყენებით ეფექტურია. დარწმუნდით, რომ ნახვევი არც ისე მჭიდროა, რომ სისხლის მიმოქცევას შეუშალოს ხელი და გამოიწვიოს დაბუჟება ან ტკივილი ნახვევის მიღმა. ნახვევი უნდა დაედოს ყინულით მკურნალობებს შორის.
წამოწევა დაშავებული ადგილის წამოწევა ამცირებს შეშუპებას და ტკივილს.
დიაგნოზი ადრეული დიაგნოზი კვალიფიცირებული ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ და სწორი მართვა არის უსწრაფესი გზა გამოჯანმრთელებისკენ. პროფესიონალი ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაშავებული წუხს ტრავმის გამო, ტკივილი ან შეშუპება უარესდება ან არ მცირდება 48 საათის განმავლობაში.

ყინული გვეხმარება სისხლდენის და დამატებით შესიების აღკვეთაში

წამოწევა ამცირებს შესიებას და ტკივილს

ტრავმის დიაგნოზის დასმის შემდეგ, 72 საათის განმავლობაში, აბრევიატურა HARM-ის არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული.

სიმხურვალე შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის და შესიების მატება და გააუარესოს ტკივილი.
ალკოჰოლი შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის და შესიების მატება და ტრავმის სიმძიმესთან ერთად გადაფაროს ტკივილი
სირბილი დასვენება აუცილებელია.
მასაჟი უმჯობესია მოვერიდოთ, რამდენადაც შესაძლოა სისხლდენის და შესიების მომატების გამო გადაავადოს აღდგენა

ტვინის შერყევა

ტვინის შერყევას ძალზედ სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რათა დავიცვათ მოთამაშეთა ხანგრძლივი და მოკლევადიანი კეთილდღეობა. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის შერყევა ძირითადად გამოწვეულია თავში დარტყმით, ასევე შესაძლოა განვითარდეს ტანზე დარტყმის დროსაც, როცა შეჯახების ძალა გადაეცემა ტვინსაც. ტვინის შერყევა ყოველთვის არ ასოცირდება გონების დაკარგვასთან.

ტვინის შერყევას ბევრი სხვადასხვა სიმპტომი და ნიშანი ახასიათებს და ბევრი მათგანი შესაძლოა იხილოთ მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის სახელმძღვანელოში მომდევნო ბმულზე: https://www.world.rugby/the-game/player-welfare/medical/concussion/concussion-guidelines 

ყველაზე ხშირი სიმპტომები მოიცავს კონცენტრაციის დაქვეითებას, მეხსიერების დაკარგვას და წონასწორობის დაჭერის სირთულეს. ტვინის შერყევის ამოცნობის ინსტრუმენტის ჯიბის ვერსია (მოცემულია ქვევით) დაგეხმარებათ ტვინის შერყევის ამოცნობაში.

თუ ათლეტს სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს, იგი უნდა იქნას გაყვანილი სათამაშო მოედნიდან და არ უნდა მიეცეს დაბრუნების უფლება.

თუ ტვინის შერყევიანი მოთამაშე განაგრძობს თამაშს, იგი საკუთარ თავს აყენებს უფრო დიდი დაზიანების რისკის ქვეშ. ასევე ის უმტყუნებს გუნდსაც, ვინაიდან გაუჭირდება მის გარშემო მიმდინარე თამაშის სათანადოდ აღქმა.

ახალგაზრდა მოთამაშეები უფრო მიდრეკილნი არიან იშვიათი და საშიში ნევროლოგიური გართულებებისადმი (მათ შორის სიკვდილისადმიც), რაც შესაძლოა გამოიწვიოს ტვინის შერყევის ფონზე ან არასრულად გამოჯანსაღებულ სიტუაციაში მიღებულმა მეორადმა დარტყმამ.

ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც ტვინის შერყევის გამო იქნა გამოყვანილი მოედნიდან, უნდა შეფასდეს ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. მათ არ უნდა მიეცეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. თამაშში დაბრუნება უნდა შეესაბამებოდეს ეტაპობრივ მიდგომას, რომელიც აღწერილია მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის სახელმძღვანელოში

გადმოტვირთეთ ტვინის შერყევის დადაგენის ჯიბის სახელმძღვანელო pdf ფორმატით.

რეაბილიტაცია

რეაბილიტაცია მოითხოვს ზედამხედველობას და მართვას სათანადოდ გაწვრთნილი სამედიცინო პერსონალის, ექიმების, ფიზიოთერაპევტების ან ფიზმომზადების სპეციალისტების მიერ. რეაბილიტაციის მიზანია მოთამაშე დაუბრუნდეს სრულად ჯანსაღ ფიზიკურ მდგომარეობას, რაც მოიცავს:

  • კუნთების ძალის აღდგენას
  • სახსარში სრული ამპლიტუდის მოძრაობის აღდგენას
  • კოორდინაციისა და ბალანსის აღდგენას
  • ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას ცურვით და ველოსპორტით
  • მზადყოფნისას - რაგბისათვის სპეციფიური უნარების ეტაპობრივ წარდგენას
  • კონტაქტურ სავარჯიშოებს, რასაც მოჰვება სრული კონტაქტი

თამაშში დაბრუნება

მოთამაშეები, რომლებიც სრულ გამოჯანსაღებამდე უბრუნდებიან თამაშს, საკუთარ თავს აყენებენ ტრავმის გაუარესების ან ახალი ტრავმის დიდი რისკის ქვეშ.

მოთამაშე უნდა დაუბრუნდეს თამაშს მაშინ, როცა მწვრთნელი, ექიმი ან ფიზიოტერაპევტი შეამოწმებს მას და ჩათვლის, რომ იგი მზადაა მოედანზე დასაბრუნებლად.

დამბრუნებელმა მოთამაშეებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინის რაგბისადმი მზად არიან. ტესტები უნდა მოიცავდეს ისეთივე ფიტნეს ტესტებს, რაც გამოყენებულ იქნა სეზონის დასაწყისში და ასევე რაგბის უნარებსა და მოძრაობებს, რომლებსაც მოთამაშეს შეასრულებს თამაშის დროს, მაგ.: ბოჭვა, ცრუ მოძრაობა, ხტომა და ა.შ.

მოთამაშის პროფილის ინფორმაცია უნდა იქნას გამოყენებული მოთამაშის სპორტული შესრულებების შესადარებლად და შესამოწმებლად, არის თუ არა მოთამაშე რაგბითვის მზად. თუ მოთამაშე აჩვენებს შესრულების იმავე დონეს, რასაც აჩვენებდა ტრავმამდე, მაშინ ის კვლავ მზადაა რაგბისათვის

როგორც წესი, საუკეთესო რჩევაა - თუ გტკივა არ ითამაშო.

ტრავმის აღრიცხვა

კლუბებმა უნდა აწარმოონ ტრავმების აღრიცხვა. ეს საშუალებას იძლევა შეიქმნას სქემა და მოხდეს ჩვეული ტრავმების იდენტიფიცირება და სათანადო პრევენციული ზომების მიღება. ეს ასევე გამოსადეგია თუ მოგვიანებით საჭირო გახდება რაიმე მოკვლევაზე ან ჩივილზე პასუხის გასაცემად.

როდესაც რეგიონების ან კავშირებს გააჩნიათ ტრავმათა აღრიცხვიანობის სისტემები, სასურველია ისინი შესაბამისობაში მოდიოდეს ერთმანეთთან. ამ ტიპის ინფორმაცია ხელს უწყობს მოთამაშეს, ცნობადობა აიმაღლოს კეთილდღეობის პოლიტიკის და წვრთნისადმი, როგორიცაა მზაობა რაგბისთვის.

მსოფლიო რაგბის ტრავმათა ჩანაწერების ფორმა შესაძლოა ჩამოიტვირთოს მომდევნო ბმულიდან: https://passport.world.rugby/injury-prevention-and-risk-management/rugby-ready/downloads/ 

პასუხისმგებლობის მოხსნა



ტრავმის მართვის ინფორმაცია, მოწოდებული წინამდებარე „რაგბისთვის მზაობაში“ პროდუქტში განსაზღვრულია, როგორც ინსტრუმენტი ტრავმირებული მოთამაშის მოვლისა და მართვის პროცესში დასახმარებლად. იგი არ ანაცვლებს სათანადოდ კვალიფიცირებული პერსონალის მიერ ტრავმის მკურნალობით გამოწვეულ სარგებელს. მსოფლიო რაგბი (მისი მოქმედი ორგანიზაცია World Rugby Limited და სხვა დაკავშირებული ორგანიზაციები) არ იღებენ არანაირ პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას დაუდევრობაზე ან სხვაგვარ მოპყრობაზე ტრავმირებული მოთამაშის მკურნალობასთან, მოვლასთან ან მართვასთან მიმართებაში.

ძირითადი ფაქტორები მოთამაშეებისათვის

  • დარწმუნდით, რომ ფიზიკურად მზად ხარ სათამაშოდ - რომ ცუდად არ გრძნობთ თავს და სრულად გამოჯანმრთელდით ტრავმებისაგან
  • დარწმუნდით, რომ ყველა ჭრილობა შეხვეული გაქვთ
  • თუ რაიმე გეეჭვებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს

სამწვრთნელო მინიშნებები

  • სათამაშოდ არ შეარჩიოთ ის მოთამაშე, ვინც ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოჯანმრთელებული
  • იცნობდეთ გადაუდებელი მდგომარეობის გეგმას
  • უზრუნველყავით შესაბამისი დონის პირველადი დახმარების ხელმისაწვდომობა თამაშეზე და ვარჯიშზე
  • თქვენ პირადად ხომ არ გაივლიდით პირველადი დახმარების კურსს?

სამსაჯო მინიშნებები

ეწვიეთ მსოფლიო რაგბის წესების მიმართულებით განათლების გვერდს

  • გაიგეთ და იცოდეთ თამაშზე განსაზღვრული პირველადი დახმარების მიმწოდებლის ადგილმდებარეობა.
  • დაადასტურეთ სიგნალები, რომლის გამოყენებასაც აპირებთ
  • თუ მოთამაშე დაშავებულია და თამაშის გაგრძელება ხიფათს ქმნის, მსაჯმა თამაში უნდა შეაჩეროს
  • მოთამაშეებს არ უნდა ეცვათ სისხლით დაბინძურებული სამოსი
  • მოთამაშეებმა ღია ჭრილობით ან სისხლდენით უნდა დატოვონ სათამაშო მოედანი და არ უნდა დაბრუნდნენ მანამ, სანამ სისხლდენა არ გახდება მართული, ხოლო ჭრილობა კი არ შეიხვევა