ცხოვრების სიტილი

სპორტი მონაწილეებს უამრავ სიკეთეს სთავაზობს. ეს სიკეთე ფართო, მრავალფეროვან არეებს მოიცავს, მათ შორისაა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, სოციალური და კულტურული ცოდნის გაფართოება. წვრთნა იმისთვისაა გამიზნული, რომ შენ ფიზიკურად, მენტალურად და ტექნიკურად მოგამზადოს. კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ტრავმების და დაავადებების პერვენციისათვის, მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და მათთან დაკავშირებულმა სამედიცონო სტაფმა ყურადღება სწორი წვრთნის მეშვეობით ჯანმრთელი სხეულის შენარჩუნებაზე, დიეტაზე, სტრესის მართვასა და დასვენებაზე უნდა გაამახვილონ.

ფიზ. მომზადება ვარჯიშების გამოყენებით

რაგბის საშუალებით ჯანმრთელობისათვის მიღებული სიკეთეები მრავალნაირია. ყველაზე საწყის დონეზეც კი, რაგბი ძალიან კარგი საშუალებაა ფიზიკური აქტივობის დროის გასაზრდელად. ამჟამინდელი რეკომენდაცია გვთავაზობს, რომ ზრდასრულებმა ყოველდღიურად, სულ მიცრე 30 წუთის ხანგრძლივობის, საშუალოდან მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა უნდა შეასრულონ კვირში 5, ან მეტი დღის განმავლობაში. ბავშვებისთვის ყოველდღიურად რეკომენდებულია მინიმუმ 60 წუთი საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა, სულ მცირე კვირაში ორჯერ. ეს უნდა მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, რომლებიც აუმჯობესებს ძვლის ჯანმრთელობას, კუნთების ძალასა და მოქნილობას.

რაგბი ახალგაზრდობისთვის– სპორტი ყველა ზომისა და ფორმისათვის

რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომლის თამაშიც ყველანაირი აღნაგობის ადამიანს შეუძლია, რაც უნიკლურია. გოგონებს და ბიჭებს, ყველა ასაკის და უნარის პიროვნებას. მას მრავალი ნაირსახეობა გააჩნია: 15 კაცა რაგბიდან დაწყებული 7 კაცით და არაკონტაქტური სახეობებით დამთავრებული. რაგბის თამაში სანაპიროზეც და თოვლიშიც შეიძლება. ყველა ბავშვს შეუძლია ითამაშოს და გაერთოს რაგბით შესაბამის დონეზე. მთლიანი მიდგომის გამოყენებით რაგბიმ და სპორტის სხვა სახეობებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ჯანმრთელი ცხოვრების წესის წარმოჩინებაში, რაც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იყვნენ სპორტში ჩართულები.

*წყარო: გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დეპარტამენტი

1. ცადე რაგბი / ცადე სპორტი

როგორიც არ უნდა იყოს ბავშვის შესაძლებლობები, მონაწილეობაში წახალისება და ხალისისთვის ხელის შეწყობა, პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარებისკენ.

2. სოციალური უნარების განვითარება

სპორტის გუნდურ სახეობებში მონაწილეობა განსაკუთრებით ასტიმულირებს ჩართულობას და ურთიერთკავშირს, ანვითარებს თვით რწმენას და თვით შეფასებას, აყალიბებს თანამეგობრობას და მეგობრობას, რომლებიც უნიკალურია სპორტისთვის და ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა პატივისცემა, სამართლიანობა და სოლიდარობა, რაც რაგბისათვისაა დამახასიათებელი.

3. მენტალური უნარების აღქმა

ჩართულობითა და სტრუქტურული წვრთნით რაგბი თვითკონტროლის, კონცენტრაციის, დისციპლინის, გადაწყვეტილების მიღებისა და ლიდერობის მთავარ მენტალურ უნარებს ავითარებს. ასეთი მნიშვნელოვანი უნარები ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტშიც გადადის.

4. კვება და დიეტა

დაბალანსებული დიეტა ძალიან მნიშვნელოვანია ნებსმიერ დონეზე სათამაშოდ და სავარჯიშოდ საჭირო ენერგიის მისაღებად. იგი ასვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველდღიური საქმიანობისათვის აუცილებელი ენერგიისა და კონცენტრაციის არსებობისა და აგრეთვე, ჯანმრთელის ცხოვრების წესის წახალისებისათვის.

საბაზო ჰიგიენა

ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად აუცილებელია საბაზო ჰიგიენა. განსაკუთრებით მაშინ როცა გუნდში, ჩაკეტილ გარემოში, მოქმედებ. ყოველდღიური სახელმძღვანელო წესებია:

  • დაიცავი სისუფთავე, მაგ. დღეში სულ მცირე 5 ჯერ დაიბანე ხელები
  • სავარჯიშო სამოსი და აღჭურვილობა სუფთა გქონდეს. მაგ. სამოსი, წყლის ბოთლი და კაპი
  • თუ ჭრილობას მიიღებ, გაიწმინდე და შეიხვიე.

სითხის მიღება

სხეულის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვარჯიშის დროს წყლის დიდი ნაწილი ოფლის სახით იკარგება. შესრულებაში მნიშვნელოვანი ვარდნა რომ ავირიდოთ, წყლის დანაკარგი უნდა შევავსოთ თამაშისა და ვარჯიშის განმავლობაში. დადასტურებულია, რომ წყლის მარაგის შევსება კუნთებისათვის საწვავის მიწოდებაზე მნიშვნელოვანია რაგბის მიმდინარეობისას

ბავშვებმა სპორტული სასმელები ხშირად არ უნდა მიიღონ, რადგანაც ამ სასმელებში შაქრის მაღალმა შემცველობამ კბილები შეიძლება დააზიანოს. რძე და ე.წ. რძის შეიკები კარგი დასალევი საშუალებაა აღდგენისათვის, რადგანაც ისინი გვაძლევენ სითხეს, ცილას და ნახშირწყლებს (რძის შეიკის შემთხვევაში).

ორგანიზმში წყლის დონის შესამოწმებლად ადვილი საშუალებაა შარდის ფერზე დაკვირვება. ამაში ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარება. შენი სამიზნე უნდა იყოს შარდის ღია ფერი, რაც შეესაბამება ცხრილის 1 და 3 შეფასებას. თუკი შენი შარდი 4 დან 8 მდე ფერებს ემთხვევა მაშინ შენ ბევრი სითხე დაგიკარგავს და დარწყულების პროტოკოლს უნდა მიჰყვე.

კვება

თუ როგორ მუშაობს საკვები და რა საკვები უნდა მიიღო ვარჯიშის და თამაშის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული სეზონის, როგორც აქტიური, ისე აღდგენითი მონაკვეთებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ სწორად დავაბალანსოთ ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების ოდენობა, რათა სხეულს საკმარისი ენერგია ჰქონდეს არა მხოლოდ რაგბის ერთი თამაშისთვის, არამედ სათამაშოდ საჭირო წვრთნისათვისაც. სხეულმა მხოლოს იმ შემთხვევაში შეიძლება გაუძლოს დიდი ოდენობით მაღალ ინეტნსიობის სამუშაოს, თუ შენ მას იმ საკვებით მოამარაგებ, რომელიც მას სჭრდება, რომ დარჩეს ძლიერი და ენერგიით სავსე.

ნათელია, რომ სულ უფრო მეტი ხალხი იღებს ზედმეტ ნახშირწყლებს მათ შორის ფრუქტოზას ხილისგან. ძირითადად უნდა მივიღოთ ნელი (დაბალი გლიკემიური ინდექსი) და არა გადამუშავებული ( მაღალი გლიკემიური ინდექსი) ნახშირწყლები. ამასთანავე უმეტესობის დეიეტა შეიცავს ძალიან ცოტა ცილას (ცხოველურს, განსაკუთრებით თევზს, თეთრ ხორცს და მცენარეულს) და ბოსტნეულს. მოთამაშეების უმეტესობას არ სჭირდება საკვები დანამატების მიღება. ბოსტნეული ჯობს ხილს როგორც ბოჭკოს, ვიტამინების და მინერალების მთავარი წყარო. ადამიანთა უმრავლესობაში დაბალანსებული დიეტით კვება იძლევა საკმარის ვიტამინებსა და მინერალებს, ამიტომ საკვები დანამატების მიღება არაა საჭირო.

კვების გეგმის მაგალითი შეიძლება ჩამოვტვირთოთ:

https://passport.world.rugby/injury-prevention-and-risk-management/rugby-ready/downloads/





ალკოჰოლი

ალკოჰოლის მიღება მავნებელია, რადგანაც ის წვრთნაზე და შესრულებაზე რამოდენიმე გზით ახდენს გავლენას, მაგალითად:

  • კუნთებში ამცირებს ძალის წარმოქმნას
  • ამცირებს კუნთების ძალის და სიმძლავრის შესაძლებლობებს
  • ცვლის უმეტესი ნუტრიენტების ტარნსპორტირებას, აქტივაციას მოხმარებას და შენახვას
  • იწვევს გაუწყლოვანებას, რომელიც ალკოჰოლის მიღების შემდეგ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს შესრულებაზე
  • ცვლის ცილების და ნახშირწყლების ნივთიერებათა ცვლას, ზრდის მეტაბოლურ სიხშირეს და ჟანგბადის მოხმარებას
  • აფერხებს ტრავმისა და ქსოვილის მიკრო დაზიანებების აღდგენას, რომელიც წვრთნასთანაა დაკავშირებული
  • ზიანს აყენებს ცენტრალური ნერვული სისტემის, კორდინაციის და ზუსუსტის ფუქნციონირებას.

საკვები დანამატები – კველევა

ადამ დინს, 17 წლის მორაგბეს, თავის ასაკში უმაღლესი მიღწევები ჰქონდა, იგი ინგლისის 18 წლამდე ნაკრების წევრი იყო. მისგან მოითხოვდნენ, რომ ის უნდა გამხდარიყო უფრო დიდი, სწრაფი და ძლიერი. ადამმა დაიწყო საკვები დანამატების მიღება რათა შეევსო დიეტა და უფრო ინტენსიური გაეხადა წვრთნა.

მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო აკრძალული ნივთერებების სიის წესები, მას ამ სფეროში მაინც არასაკმარისი ცოდნა გააჩნდა, კერძოდ ზერელე წარმოდგენა ჰქონდა საკვები დანამატების პოტენციურ დაბინძურებაზე. მან გადაწყვიტა რომ საკუთარი მოკვლევიდან გამომდინარე მიეღო გადაწყვეტილება.

ადამმა აირჩია ისეთი დანამატი, რომლის იარლიყზეც არ იყო დატანილი არც ერთი აკრძალული ნივთიერება. ამ პროდუქტის მწარმოებელი აცხადებდა რომ ის ვარგისი იყო დოპინგ ტესტზე შესამოწმებელი ათლეტებისათვის. ადამი დაეყრდნო ამ ინფორმაციას, როგორც სანდოს და დაიწყო საკვები დანამატების მიღება. დოპინგ ტეტსმა ადამს დადებითი შედეგი უჩვენა–19 ნორადნდროსტერონზე (აკრძალული ანაბოლური ნივთიერება). ადამმა სცადა თავის მართლება და ტესტის შედეგები დაუკავშირა საკვებ დანამტების მიღებას. მას 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

აკრძალული ნივთიერებები

დოპინგ კონტროლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დოპინგისგან თავისუფალი თამაშის დაცვასა და წახალისებაში. მსოფლიო რაგბი დოპინგის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტკას იყენებს. შენ, როგორც მოთამაშე, ერთოპიროვნულად ხარ პასუხისმგებელი ნებისმიერი აკრალული ნივითიერების მიღებაზე, თუკი ისინი შენს სხეულში აღმოჩნდება. არ არის აუცილებელი, რომ შენი მხრიდან განზრახვა ან დანაშაული იყოს დადასტურებული იმისთვის, რომ ანტი დოპინგის წესების დარღვევა დადგინდეს. ამას “მკაცრი პასუხისმგებლობის“ პრინციპი ეწოდება.

აკრძალული ნივთიერებების სია

მსოფლიოს ანტი დოპინგის სააგენტო (WADA) ყოველწლიურად ანახლებს აკრძალული ნივთიერებების სიას და განსაზღვრავს თუ რომელი ნივთიერებები და მეთოდებია აკრძალული რაგბიში. ამჟამინდელი აკრძალული სია შეიძლება ჩამოტვირთოთ WORLD RUGBY-ს ანტი დოპინგის ვებ გვერდიდან: https://keeprugbyclean.worldrugby.org 

მედიკამენტები და საკვები დანამატები

ის მოთამაშეები ვინც გამოწერილ/დანიშნულ პრეპარატებს იღებენ სამკურნალოდ ან ისე როგორც საკვები დანამატს, დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ის არ შეიცავს რაიმე აკრძალულ ნივთიერებას. სპეციფიური ნივთიერებების ინგრედიენტების შესამოწმებლად გაეცანით გლობალური მედიკამენტების სიას ონლაინ www.globaldro.com რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ მხოლოდ იმ პროდუქტებისთვის, რომელიც ნაყიდია კანადაში, ამერიკაში ან დიდი ბრიტანეთში. თუკი რამე საეჭვოა ან სხვა ქვეყნიდან იყიდეთ პროდუქტი, ინფორმაციისთვის დაუკავშირდი შენს ეროვნულ ანტი დოპინგის ორგანიზაციას.

სანამ შენი ექიმი ან ფარამაკოლოგი რაიმეს დაგინიშნავდეს, ყოველთვის აცნობე მათ, რომ შეიძლება დოპინგზე შეგამოწმონ.

ის მოთამაშეები ვინც გამოწერილ/დანიშნულ პრეპარატებს იღებენ სამკურნალოდ ან ისე როგორც საკვები დანამატს, დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ის არ შეიცავს რაიმე აკრძალულ ნივთიერებას. სპეციფიური ნივთიერებების ინგრედიენტების შესამოწმებლად გაეცანით გლობალური მედიკამენტების სიას ონლაინ www.globaldro.com, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ მხოლოდ იმ პროდუქტებისთვის, რომელიც ნაყიდია კანადაში, ამერიკაში ან დიდი ბრიტანეთში. თუკი რამე საეჭვოა ან სხვა ქვეყნიდან იყიდეთ პროდუქტი, ინფორმაციისთვის დაუკავშირდი შენს ეროვნულ ანტი დოპინგის ორგანიზაციას.

თერაპევტულ გამოყენებაზე გამონაკლისი

რაგბის გააჩნია ის პროცესი, რომელის მეშვეობითაც აკრძალული ნივითერება ან მკურნალობის მეთოდის გამოყენება ნებადართულია კანონიერი სამედიცინო შემთხვევების ან ავადმყოფობის დროს, მაშინ როცა ადამიანი რაგბის თამაშს აგრეძლებეს. მეტი ინფორმაცია მოიძიე:

worldrugby.org/keeprugbyclean

დოპინგის ტესტის პროცედურები

თუკი შენ დოპინგ ტესტისთვის შეგარჩიეს უნდა იცოდე, თუ რა ხდება და რა უფლებები და ვალდებულებები გაქვს.

შეგიძლია იხილო ვიდეო, რომელიც ხსნის დოპინგ კონტროლის პროცესს აქ: worldrugby.org/keeprugbyclean

„სოციალური“ ნარკოტიკები – კანაფი, კოკაინი, ექსტაზი, ამფეტამინები

კანაფი, კოკაინი, ექსტაზი და ამფეტამინები აკრძალული ნივთიერებებია და შესაბამისად ის მოთამაშე, რომლის ტესტიც ამათგან რომელიმეზე დადებითს აჩვენებს, შეიძლება დისკვალიფიცირდეს სპორტის ყველა სახეობიდან სულ მცირე ორი წლით.

ყველა ამ ნივთიერების კვალი ორგანიზმში მიღებიდან რამოდენიმე დღის, ხოლო კანაფის შემთხვევაში კი ხანდახან კვირების განმავლობაშიც კი რჩება.

ამ ნივთიერებების ეფექტების შესახე მიტ ინფორმაციისთვის ეწვიე: worldrugby.org/keeprugbyclean