რა არის Activate და რატომ უნდა გამოიყენონ ის მწვრთნელებმა?

Activate არის რაგბის ვარჯიშებისა და მატჩის წინ მოთელვისთვის განკუთვნილი პროგრამა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მოთამაშეების ფიზიკური მომზადებისთვის.

პროგრამა შემუშავდა სხვა სპორტის სახეობებში, მაგალითად ფეხბურთში, ნეტბოლში და ავსტრალიურ ფეხბურთში გამოყენებული მსგავსი პროგრამებიდან შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ხოლო საზოგადოების დონეზე რაგბიში ჩართული კლინიკური ექსპერტებისა და მწვრთნელების რჩევებმა ხელი შეუწყო პროგრამის შემუშავებას რეკრეაციული რაგბის გარემოში გამოსაყენებლად.

 

 

არსებობს თუ არა Activate-ის სხვადასხვა ვერსია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის?

სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა დონის მოთამაშეებს რაგბის სათამაშოდ განსხვავებული ფიზიკური მზაობა სჭირდებათ. შესაბამისად, მოთამაშეთა მომზადების პრინციპები ანალოგიურად უნდა განსხვავდებოდეს ასეთი ფიზიკური მომზადებისთვის დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამიტომ არსებობს Activate პროგრამის ოთხი ვერსია. სამი ვერსია ფოკუსირებულია უმცროსი ასაკის მოთამაშეებზე, ხოლო ერთი ვერსია – უფროსი ასაკის მოთამაშეებზე. ეს ვერსიები და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფები ჩამოთვლილია ქვემოთ:

თითოეულ ვერსიას აქვს რამდენიმე დონე, რომელიც იზრდება სათამაშო სეზონის განმავლობაში და იყენებს იმავე ძირითად სტრუქტურას და აქტივობებს. 

 

რა დადებითი მხარეები აქვს Activate-ის გამოყენებას?

Activate-ის გამოყენება მოთამაშეებს ეხმარება გააუმჯობესონ:

  • მოძრაობა და უნარები: Activate-ის გამოყენება აუმჯობესებს სტაბილურობას და მობილობას, რაც რაგბის მოძრაობებს უფრო უსაფრთხოს და ეფექტურს ხდის.
  • სპორტული წარმატება: Activate-ის გამოყენება აუმჯობესებს სიმტკიცეს, ძალას, სიჩქარეს და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარს, რაც უკეთესი სპორტული შედეგების მიღწევას უწყობს ხელს.
  • ტრავმისგან დაცვა: Activate-ის გამოყენება აძლიერებს კუნთებს, მყესებს და იოგებს, ამცირებს რაგბის ან სხვა სპორტული აქტივობების დროს ტრავმის მიღების რისკს.

კვლევებმა აჩვენა, რომ Activate-ის გამოყენებას შეუძლია ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში კუნთებისა და იოგების დაზიანების რისკი შეამციროს 26-40%-ით, ხოლო ტვინის შერყევის რისკი – 29-60%-ით, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. დამატებითი ინფორმაცია Activate პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.