როგორ შეუძლიათ მწვრთნელებს დაეხმარონ თავიანთ მოთამაშეებს Activate-ის სავარჯიშოების სწორად შესრულებაში?
მოთამაშეებისთვის Activate-ის სავარჯიშოების შემოთავაზებისას მთავარია, რომ მოთამაშეებმა Activate-ის სავარჯიშოები შეასრულონ შემდეგი მახასიათებლებით, რათა შეძლონ ამ პროგრამიდან სარგებლის სრულად მიღება:
- კარგი კონტროლი
- კარგი ბალანსი
- კარგი ტექნიკა
მწვრთნელები აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თვალყურს ადევნებენ მოთამაშეების მიერ სავარჯიშოების შესრულების პროცესს და აძლევენ ინსტრუქციებს ძირითად პუნქტებთან დაკავშირებით, რათა მოთამაშემ შეძლოს შესრულების სწორი ფორმის ან ტექნიკის არჩევა.
„Activate-ის 8 მთავარი მინიშნება“
თითოეული ინდივიდუალური სავარჯიშო შედგება რამდენიმე უნიკალური პუნქტისგან, რომლებიც მწვრთნელმა უნდა გააცნოს მონაწილეებს, თუმცა არსებობს რამდენიმე ზოგადი მინიშნება, რომლებიც ასევე შეიძლება გამოიყენონ მწვრთნელებმა და რომლებიც საერთოა ბევრი სავარჯიშოსთვის. ამ მინიშნებების გამოყენებით მწვრთნელებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება მოთამაშეების მიერ ვარჯიშების შესრულების დროს და როდის უნდა ჩაერიონ ვარჯიშის პროცესში მოთამაშის სხეულის მდგომარეობაში ან/და მოძრაობებში კორექტირების შეტანის მიზნით. ეს მინიშნებები ცნობილია, როგორც „Activate-ის 8 მთავარი მინიშნება“ და მოიცავს შემდეგს:
|
|
1) შეხედეთ ჰორიზონტს (თავის მდგომარეობა) 2) გულმკერდი მიმართეთ ცისკენ 3) ბეჭის ძვლები ერთმანეთს მიადეთ |
![]() | ![]() |
4) მაგიდა (მხრები მოათავსეთ თეძოების დონეზე) 5) ხის ტანი (მთელი სხეული გააჩერეთ უმოძრაოდ) |
|
|
6) მოათავსეთ მუხლი ფეხის თითების დონეზე |
|
|
7) დახტით, როგორც ნინძა (დახტით რბილად ოდნავ მოხრილი მუხლ(ებ)ით) 8) მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე |
Activate-ის პროგრამის თითოეული სავარჯიშო ჩვეულებრივ შეიცავს „Activate-ის 8 მთავარი მინიშნების“ ორ ან სამ პუნქტს.
როდესაც მოთამაშეები გაეცნობიან კონკრეტული დონის სავარჯიშოებს, მწვრთნელებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგზე:
- თითოეული სავარჯიშოსთვის უნდა გამოიყენონ ძირითადი მინიშნებების განსაზღვრული რაოდენობის პუნქტი.
- სავარჯიშოების შესრულებისას უპირატესობა უნდა მიანიჭონ ხარისხს და არა რაოდენობას. ეს ნიშნავს გამეორებების რაოდენობის ან ხანგრძლივობის შემცირებას და მოთამაშეების წახალისებას, რათა მათ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები სავარჯიშოების შესრულებისას.
- უფროსი ასაკის ან ზრდასრულთა ჯგუფების შემთხვევაში, თუ სავარჯიშოები წყვილებად ან ჯგუფებად სრულდება, მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუწიონ ზედამხედველობა.
- დააკვირდით მოთამაშეების მიერ სავარჯიშოების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, შესთავაზეთ კონსტრუქციული უკუკავშირი ტექნიკის გამოსასწორებლად.
- საჯაროდ შეაქეთ მოთამაშეები, რომლებიც სავარჯიშოებს კარგი კონტროლით, ბალანსით და ტექნიკით ასრულებენ.

