შერკინების მზაობა

ინდივიდუალური ტანის პოზის აღქმა საწყისი წერტილია ყველა მონაწილისათვის. მოთამაშეებმა უნდა მიიღონ და შეინარჩუნონ ტანის ძლიერი და მყარი პოზიცია სრულად პროცესის მიმდინარეობისას.

მოთამაშეები უნდა გადავიდენ შემდეგ დონეზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი აჩვენებენ კომპეტენტურობას პროცესის ყველა ეტაპზე, როგორც აღწერილია ქვემოთ.

მოთამაშეებმა არ უნდა ითამაშონ შერკინებაში, სანამ ისინი არ იქნებიან შერკინებისათვის მზად.

მომდევნო გვერდებზე მოცემულ სურათებში, წითელი მოთამაშე გადის შერკინების მზაობის პროცესს.

ყველა ეტაპზე გაცემული რჩევა, რჩება ჭეშმარიტებად მომდევნო ეტაპებისათვისაც.

კვლევა

შერკინებაში მოთამაშეების უსაფრთხოების კვლევა გვეუბნება, რომ:

  • ყველა კონტაქტური ქმედების შესწავლის შემდეგ, ტრავმისაკენ მიდრეკილება (ყოველ შერკინებაზე რისკი) შეფასდა როგორც ყველაზე მაღალი
  • შემცირებები შერკინებასთან დაკავშირებულ ხერხემლის დაზიანებებში მიღწეულ იქნა აუცილებელი ტრავმის პრევენციის პროგრამის წარდგენის მეშვეობით
  • აცდენები უნარებში, გამოცდილებაში ან ძალაში ფასდება როგორც შერკინებაში ტრავმის რისკის ფაქტორი, ამავდროულად რაიმე ტიპის აცდენა ფიქსირდება ყველა შერკინებაში მიღებული ტრავმების 25%ში
  • პირველ ხაზში თამაშის გამოცდილების ნაკლებობას ხაზი გაესვა როგორც ტრავმის რისკის ფაქტორს და მას მიეწერება შერკინებაში მიღებული ტრავმების 40%
  • რამოდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ შერკინებისას მიღებული ტრავმების 50% ხდება შესვლის ფაზაში

1. სოლო წინააღმდეგობის გარეშე - მუხლებზე

ტექნიკა
მთავარი ფაქტორები მოთამაშეებისათვის
  • თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
  • მკერდი წინ გამოწეული
  • მკერდი მუხლის დონის წინ
  • მოჭიმული შუატანი (დაჭიმული მუცლის კუნთები)
  • მენჯები გადახრილი (გავა გამოზნექილი/მაღლა)
სამწვრთნელო მინიშნებები
  • ხელი შეუწყვეთ მოთამაშეებს, ვარჯიშის მიმდინარეობისას გაიმძლავრონ კისრის და მხრების კუნთები
  • დააკვირდით და გააანალიზეთ მოთამაშეების ტანის პოზიცია შერკინებამდე, მის მიმდინარეობისას, შერკინების შემდეგ და შესაბამისად შეასწორეთ ტექნიკა

2. სოლო წინააღმდეგობის გარეშე - ფეხზე მდგომი

ტექნიკა
მთავარი ფაქტორები მოთამაშეებისათვის
  • მუხლები ოდნავ მოხრილი
  • ტერფები მხრების სიგანეზე და წინ მიმართული
  • წონა ტერფის წინა ნაწილზე (ტერფის ბურთზე)
სამწვრთნელო მინიშნებები
  • დარწმუნდით, რომ ყველა მოთამაშეს საფართან და პირობებთან შესაბამისი ფეხსაცმელი აცვია
სამსაჯო მინიშნებები
  • დარწმუნდით, რომ ყველა მოთამაშეს საფართან და პირობებთან შესაბამისი ფეხსაცმელი აცვია

3. სოლო შერკინების მანქანის / ბოჭვის ბალიშის წინააღმდეგ

ტექნიკა
მთავარი ფაქტორები მოთამაშეებისათვის
  • შერკინებაში შესვლის დამუშავებისას მონდომებით იმუშავეთ უსაფრთხო, ძლიერი და სტაბილური ტანის პოზიციაზე, ამავდროულად უსაფრთხოდ ჩაებით მანქანას
სამწვრთნელო მინიშნებები
  • ივარჯიშეთ სწორი შესვლის თანმიმდევრობის გამოყენებით
  • დარწმუნდით, რომ ყველას ზურგი გასწორებული და კისერი ბუნებრივ მდგომარეობაშია. თუ თავი ქვემოთაა, სხეულიც მიყვება. თუ თავი ზედმეტად მაღალა, ჩნდება მოწინააღმდეგის მხარზე თავით შეჯახების რისკი, რაც სტრესს უქმნის კისერს
სამსაჯო მინიშნებები
  • ივარჯიშეთ სწორი შესვლის თანმიმდევრობის გამოყენებით

4. 1 v 1 მოცემულობაში

ტექნიკა
მთავარი ფაქტორები მოთამაშეებისათვის
  • მოხრის ფაზაზე, სამიზნედ ‘ყური მოწინააღმდეგის ყურთან’ შეარჩიეთ
  • შედით შერკინებაში სწორი თანმიმდვრობის შემდეგ და მხოლოდ მსაჯის ბრძანების შემდეგ
  • წესების დაცვით ჩაებით მოწინააღმდეგეს
  • შერკინებაში შესვლის დამუშავებისას მონდომებით იმუშავეთ უსაფრთხო, ძლიერი და სტაბილური ტანის პოზიციაზე
სამწვრთნელო მინიშნებები
  • დარწმუნდით, რომ მოთამაშეები ერთმანეთს წესების დაცვით ებმევიან
სამსაჯო მინიშნებები
  • დარწმუნდით, რომ მოთამაშეები აღიქვამენ სწორ შერკინებაში შესვლის თანმიმდევრობას
  • ყურადღება მიაქციეთ წესების დაღვევით ჩაბმას

5. 3 v 3 მოცემულობაში

ტექნიკა
მთავარი ფაქტორები მოთამაშეებისათვის
  • წესების დაცვით ჩაებით თანაგუნდელებს და მოწინააღმდეგეებს
  • არ მიაწვეთ სანამ ბურთს არ შემოაგორებენ
სამწვრთნელო მინიშნებები
  • დარწმუნდით, რომ მოთამაშეები წესების დაცვით ებმევიან თანაგუნდელებს და მოწინააღმდეგეებს

6. ბურჯი მეორე ხაზის და მესამე ხაზელის დახმარებით შერკინების მანქანის წინააღმდეგ

ტექნიკა


მთავარი ფაქტორები მოთამაშეებისათვის
  • უსაფრთხოდ ჩაებით მანქანას

7. ბურჯის გამაგრება შერკინების მეორე ხაზელის ან მესამე ხაზელის მიერ შერკინების მანქანის წინააღმდეგ

ტექნიკა

8. 5 მოთამაშიან მოცემულობაში შერკინების მანქანის წინააღმდეგ

ტექნიკა

9. 5 -5 ის წინააღმდეგ

ტექნიკა

10. 8 v 8 მოცემულობაში მოწინააღმდეგის ან შერკინების მანქანის წინააღმდეგ (თუ მოთამაშეთა რაოდენობა მცირეა)

ტექნიკა