მწვრთნელებმა Activate-ის პროგრამა აუცილებლად დადგენილი მეთოდით უნდა ჩაატარონ თუ შეუძლიათ გარკვეული ასპექტების შეცვლა?
მწვრთნელების მიერ Activate-ის პროგრამის განხორციელების მეთოდზე გავლენას მთელი რიგი ფაქტორები ახდენს. მოთამაშეების მომზადების დონე და ვარჯიშების ისტორია, სავარჯიშო სესიის მიზნები, პროგრამის კონკრეტული დონისთვის დახარჯული დრო, გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი ობიექტები და აღჭურვილობა და სათამაშო გარემო - ყველაფერი ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ახდენენ მწვრთნელები პროგრამის რეალიზაციას.
მიუხედავად ამ ფაქტორებისა, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც მწვრთნელებმა უნდა გაითვალისწინონ.
მოთამაშეებისთვის Activate-ის სავარჯიშოების დაგეგმვისას მწვრთნელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ გამოყენებული აქტივობები:
- მაქსიმალურად უნდა ზრდიდეს მოთამაშეების აქტიურობის დროს სავარჯიშოების შესრულებისას
- უნდა იყოს მიზნობრივი და მოთამაშეებს უნდა აძლევდეს სავარჯიშოების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობას
- მათი შესრულება მოთამაშეებისთვის უნდა იყოს საინტერესო და ამავდროულად უნდა უზრუნველყოფდეს მათი სპორტული შესაძლებლობების გაუმჯობესებას
- უნდა იყოს უსაფრთხო და არ უნდა ქმნიდეს მოთამაშეების დაშავების საფრთხეს
ამ სახელმძღვანელო პრინციპების დაცვის შემთხვევაშიც რჩებათ მწვრთნელებს საკმარისი მოქნილობა პროგრამის განხორციელების დროს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში წარმოდგენილია დონეების სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება Activate-ის სავარჯიშოების ჩატარებისთვის და მისი მოდელების გარკვეული მახასიათებლები;
სტრუქტურირებული ჩატარების მოდელები საშუალებას იძლევა, რომ სავარჯიშოები შესრულდეს ერთ ბლოკად, სავარჯიშო სესიის დასაწყისში ან ბოლოს, სავარჯიშოების მწვრთნელის უშუალო ზედამხედველობით შესრულებისთვის სპეციალურად გამოყოფილ დროს. ეს მოდელები გამოიყენება მოთამაშეებისთვის პროგრამის შეთავაზების ან ამ პროგრამის ახალ დონეზე გადასვლის დროს, რადგან ის იძლევა სავარჯიშოების უკეთ გაცნობისთვის დროის გამოყოფის საშუალებას. სტრუქტურირებული ჩატარება ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს მწვრთნელებისთვის, რომლებიც არ იცნობენ Activate-ის პროგრამას ან მუშაობენ დიდი რაოდენობის მოთამაშეებთან. ეს მათ საშუალებას აძლებს დააკვირდნენ მოთამაშეების მიერ სავარჯიშოების შესრულების პროცესს.
ქვემოთ მოცემულ პლეილისტებში წარმოდგენილია სესიების რამდენიმე მაგალითი, სადაც ილუსტრირებულია Activate-ის პროგრამა სტრუქტურირებული მიდგომის გამოყენებისას:
სტრუქტურირებული ჩატარება - ახალგაზრდული სესია
სტრუქტურირებული ჩატარება - ზრდასრულთა სესია
არასტრუქტურირებული მოდელები გულისხმობს, რომ Activate-ის სავარჯიშოები ინტეგრირებულია ვარჯიშების სესიის ძირითად ნაწილში და სავარჯიშოები ტარდება მთელი სესიის განმავლობაში თამაშების ან შეჯიბრებების სახით. ჩატარების ეს მოდელები გამოიყენება მაშინ, როდესაც მოთამაშეები და მწვრთნელები კარგად იცნობენ ამ სავარჯიშოებს და მათთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამ მოდელების გასაცნობად საჭიროა გარკვეული დრო, თუმცა ეს სესიები შესაძლოა მოთამაშეებისთვის უფრო საინტერესო და სახალისო აღმოჩნდეს. გარადა ამისა, არასტრუქტურირებული მოდელები შეიძლება უფრო ეფექტური იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც მწვრთნელები მუშაობენ მცირე რაოდენობის მოთამაშეებთან და შეუძლიათ დააკვირდნენ მათ შესრულებას და საჭიროებისამებრ შეიტანონ შესწორებები.
ქვემოთ მოცემულ პლეილისტებში წარმოდგენილია სესიების რამდენიმე მაგალითი, სადაც ილუსტრირებულია Activate-ის პროგრამა არასტრუქტურირებული მიდგომის გამოყენებისას, როგორიცაა სავარჯიშოების ინტეგრირება თამაშებში ან თავად თამაშების სახით წარმოდგენა. ასევე მოცემულია რამდენიმე მაგალითი იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ შეიძლება Activate დაკავშირებული იყოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში არსებულ აქტივობებთან, როგორიცაა Tackle Ready და Breakdown Ready.
არასტრუქტურირებული ჩატარება - Activate-ის პროგრამა ინტეგრირებულია თამაშებში
არასტრუქტურირებული ჩატარება - Activate-ის პროგრამა წარმოდგენილია თამაშების სახით
არასტრუქტურირებული ჩატარება - Activate-ის ინტეგრირება Tackle Ready პროგრამაში
არასტრუქტურირებული ჩატარება - Activate-ის ინტეგრირება Breakdown Ready პროგრამაში