როგორ უნდა გააცნონ მწვრთნელებმა Activate მოთამაშეებს?

 

როდის არის საუკეთესო დრო Activate-ის გამოყენებისთვის სათამაშო სეზონზე?

Activate-ის გამოყენების საუკეთესო დრო სეზონისწინა ვარჯიშის დასაწყისია. Activate პროგრამის დაწყებისთვის ეს პერიოდი იმიტომ არის რეკომენდებული, რომ, როგორც წესი, ამ დროს ხდება მოთამაშეებისთვის ვარჯიშების მეთოდების გაცნობა, რომლებიც გამოყენებული იქნება მთელი სათამაშო სეზონის განმავლობაში და უზრუნველყოფს მოთამაშეების ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად მომზადებას. შესაძლოა მოთამაშეებს წინა სათამაშო სეზონის შემდეგ არ გაუვლიათ საკმარისი ფიზიკური მომზადება, ამიტომ Activate-ის გამოყენება მოთამაშეებს ასევე დაეხმარება ახალი სათამაშო სეზონისთვის ფიზიკურად მომზადებაში.

Activate-ის გამოყენება ასევე შესაძლებელია დაიწყოს მოგვიანებით, სათამაშო სეზონის მიმდინარეობისას, თუმცა გახსოვდეთ, რომ საჭიროა 1-ელი დონიდან დაწყება და მომდევნო დონეებზე ნორმალური ტემპით გადასვლა მაშინაც კი, თუ ვერ შეძლებთ პროგრამის დასრულებას სათამაშო სეზონის ბოლომდე.

 

როგორ უნდა წარმოადგინონ მწვრთნელებმა Activate?

პროგრამის დაწყებისას ან სავარჯიშოების მომდევნო დონეზე გადასვლისას გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული სასარგებლო რჩევები:

  • მომდევნო დონეზე გადასვლამდე გარკვეული დრო დაუთმეთ ახალი სავარჯიშოების გაცნობას. ეს შეიძლება მოიცავდეს სავარჯიშოების ვიდეო კლიპების ყურებას, რათა გაიგოთ, თუ როგორ უნდა დაასრულოთ სავარჯიშო, ან პროგრამის მინიშნების ბარათების ჩამოტვირთვას და წაკითხვას, რომლებიც გამოიყენება მწვრთნელების მიერ.
  • ახალ დონეზე გადასვლისას, დაუთმეთ ჩვეულებრივზე მეტი დრო პირველ რამდენიმე სავარჯიშოს. ეს მწვრთნელებს დაეხმარება აჩქარების გარეშე მისცენ რჩევები მოთამაშეებს და გაიგონ, თუ რამდენად კარგად ესმით მათ სავარჯიშოების არსი.
  • აუხსენით მოთამაშეებს პროგრამის თითოეული ნაწილის მიზანი და მისი კავშირი რაგბისთან, ასევე ამ სავარჯიშოების შესრულებით მიღებული სარგებელი.
  • მოახდინეთ სწორი ტექნიკის დემონსტრირება მთელი გუნდის თანდასწრებით. სადემონსტრაციოდ მოთამაშის გამოყენება მწვრთნელს საშუალებას მისცემს სიტყვიერად განმარტოს სავარჯიშოს შესრულების ძირითადი პუნქტები გუნდის სხვა წევრებისთვის.
  • მიეცით მოთამაშეებს სავარჯიშოს წყვილებად ან მცირე ჯგუფებად შესრულების შესაძლებლობა, რათა მათ წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორ უნდა შესრულდეს ის სწორად.

ამ ვიდეო კლიპებში ასახულია ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესრულების პროცესი.